https://sputnik-georgia.com/20220531/msoflio-bankma-saqartvelos-ekonomikis-zrdis-prognozi-gazarda-267031292.html
მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გაზარდა
მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გაზარდა
Sputnik საქართველო
საქართველოს ეკონომიკამ დაუჯერებელი მდგრადობა აჩვენა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით გამოწვეული გაურკვევლობის ფონზე, განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა
2022-05-31T21:25+0400
2022-05-31T21:25+0400
2022-05-31T23:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
მსოფლიო ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/14/261315345_0:0:3068:1727_1920x0_80_0_0_a0aaa8d289a263e737ade002d6cb1e43.jpg
თბილისი, 31 მაისი – Sputnik. მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 2,5%-დან 5,5%-მდე გაზრდის, განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა.მსოფლიო ბანკმა აპრილში საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 5,5%-დან 2,5%-მდე შეამცირა.მაგრამ, მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკამ შეუდარებელი მდგრადობა აჩვენა.„ამიტომაც ჩვენ ახლა გადავხედავთ საქართველოს ეკონომიკურ ზრდას და ამჟამად მივიჩნევთ, რომ საქართველოს ეკონომიკა მართლაც გაიზრდება იმ 5,5%-ით, რაც იყო წლის დასაწყისში ნავარაუდევი”, – განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.თავის მხრივ, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს 2022 წელს ეკონომიკის ზრდის 6%-იანი პროგნოზის გადახედვას.ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკაში დადებით ტენდენციებს ადასტურებს პირველ კვარტალში მაღალი ეკონომიკური ზრდა, ექსპორტის ზრდა, ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენა, სატვირთო გადაზიდვების ზრდა და სხვა ფაქტორები.სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის მარტში მშპ-ის რეალური ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,6%-ს გაუტოლდა, ხოლო პირველი კვარტლის საშუალო მაჩვენებელი 14,4%-ს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/14/261315345_288:0:3019:2048_1920x0_80_0_0_7309a1461c2cfa6d3474cd4e5d24ccd2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო ბანკი საქართველო ეკონომიკა ზრდა პროგნოზი ზრდა
მსოფლიო ბანკი საქართველო ეკონომიკა ზრდა პროგნოზი ზრდა
მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გაზარდა
21:25 31.05.2022 (განახლებულია: 23:47 31.05.2022) საქართველოს ეკონომიკამ დაუჯერებელი მდგრადობა აჩვენა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით გამოწვეული გაურკვევლობის ფონზე, განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა.
თბილისი, 31 მაისი – Sputnik. მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 2,5%-დან 5,5%-მდე გაზრდის, განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა.
მსოფლიო ბანკმა აპრილში საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 5,5%-დან 2,5%-მდე შეამცირა.
„ამის მიზეზი იყო ძალიან დიდი გაურკვევლობა უკრაინის ომის გათვალისწინებით. ასევე მნიშვნელოვანია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ეფექტი და ამ სანქციების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე სხვადასხვა მხრიდან, მათ შორის გადმორიცხვების, მაღალი ინფლაციის და ვაჭრობისთვის მიყენებული შოკის ჩათვლით“, – განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.
მაგრამ, მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკამ შეუდარებელი მდგრადობა აჩვენა.
„ამიტომაც ჩვენ ახლა გადავხედავთ საქართველოს ეკონომიკურ ზრდას და ამჟამად მივიჩნევთ, რომ საქართველოს ეკონომიკა მართლაც გაიზრდება იმ 5,5%-ით, რაც იყო წლის დასაწყისში ნავარაუდევი”, – განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.
თავის მხრივ, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს 2022 წელს ეკონომიკის ზრდის 6%-იანი პროგნოზის გადახედვას.
ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკაში დადებით ტენდენციებს ადასტურებს პირველ კვარტალში მაღალი ეკონომიკური ზრდა, ექსპორტის ზრდა, ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენა, სატვირთო გადაზიდვების ზრდა და სხვა ფაქტორები.
სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის მარტში მშპ-ის რეალური ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,6%-ს გაუტოლდა, ხოლო პირველი კვარტლის საშუალო მაჩვენებელი 14,4%-ს.