ჩვენი შვილების მომავალზე ზრუნვა ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა - პრემიერი

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2022
გამოწერა
მიმდინარე წელს ბავშვების დახმარება უკვე მეორედ გაიზარდა – 1 იანვრიდან 1 ივნისამდე ერთ ბავშვზე 100 ლარი გაიცემოდა მანამდე არსებული 50 ლარის ნაცვლად.
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. ბავშვთა სიღარიბის შემცირება სახელმწიფოს პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება და გაძლიერდება, ნათქვამია ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
ღარიბაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სოციალურად დაუცველი ბავშვების დასახმარებლად არაერთი რეფორმა და პროექტი განხორციელდა.

„ჩვენი შვილების უკეთეს მომავალზე ზრუნვა, მათი განვითარების, ჯანმრთელობის, სრულფასოვან მოქალაქეებად აღზრდის პირობათა შექმნა საქართველოს ძლიერების წინაპირობა და, ამდენად, ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა. მშვიდობას, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას ვუსურვებ ჩვენს პატარებს და მათ ოჯახებს", – ნათქვამია ქვეყნის მეთაურის განცხადებაში.

სოციალურად დაუცველი ოჯახების 16 წლამდე ბავშვების დახმარება 1 ივნისიდან 100-დან 150 ლარამდე გაიზარდა (ერთ ბავშვზე).
მთავრობის დადგენილების თანახმად, გაზრდილ თანხას მიიღებენ ოჯახები, რომელთა მდგომარეობა კეთილდღეობის სკალით 120 ათას ქულამდე ფასდება.
პროგრამა 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება, რისთვისაც სახელმწიფო 341 მილიონ ლარს გამოყოფს.
გაიზარდა სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვების დახმარება>>
სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება მიმდინარე წელს უკვე მეორედ გაიზარდა. 1 იანვრიდან დღემდე ერთ ბავშვზე 100 ლარი გაიცემოდა მანამდე არსებული 50 ლარის ნაცვლად.
საქართველოში, 2021 წლის აპრილის მონაცემებით, სოციალურად დაუცველი 656.591 პირი ირიცხებოდა, აქედან 241.946 ბავშვი და მათგან 63.370 – 7 წელს ქვემოთ.
ყველა ახალი ამბავი
0