https://sputnik-georgia.com/20220601/meria-elosvilis-gardacvalebaze-mwuxarebas-gamotqvams-267046094.html
თბილისის მერია ილია ელოშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს
თბილისის მერია ილია ელოშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს
Sputnik საქართველო
ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 01.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-01T14:03+0400
2022-06-01T14:03+0400
2022-06-01T20:06+0400
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24744/42/247444206_0:158:3001:1846_1920x0_80_0_0_4ae0f12aff87b8e6f78d40fe58f6c0ab.jpg
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. თბილისის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის მოულოდნელი გარდაცვალების გამო, ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.დღეს ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის ცხედარი საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.ადგილზე ამ დრომდე რჩებიან სამართალდამცველები, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას აგრძელებენ. ადგილზე იმყოფება ასევე ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსი ავთანდილ გალდავა, რომელიც სავარაუდო სუიციდის ფაქტზე საუბრობს.თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი გარდაცვლილი იპოვეს>>„დანაშაულის ნიშნები არ არის, სუიციდთან გვაქვს საქმე", – განაცხადა გალდავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.ილია ელოშვილს მეუღლე და ორი შვილი დარჩა. ელოშვილი თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა, იქამდე ენერგეტიკის მინისტრი, მანამდე კი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24744/42/247444206_164:0:2835:2003_1920x0_80_0_0_3e0ea34c2694641c851c89fc4176bc74.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისის მერია, თბილისი დღეს, ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
თბილისის მერია, თბილისი დღეს, ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
თბილისის მერია ილია ელოშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს
14:03 01.06.2022 (განახლებულია: 20:06 01.06.2022) ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. თბილისის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის მოულოდნელი გარდაცვალების გამო, ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
დღეს ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
„ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს, თბილისის მუნიციპალიტეტს. ილია ელოშვილის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია თბილისის მერიისთვის, ჩვენი ქალაქისთვის", – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის ცხედარი საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
ადგილზე ამ დრომდე რჩებიან სამართალდამცველები, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას აგრძელებენ. ადგილზე იმყოფება ასევე ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსი ავთანდილ გალდავა, რომელიც სავარაუდო სუიციდის ფაქტზე საუბრობს.
„დანაშაულის ნიშნები არ არის, სუიციდთან გვაქვს საქმე", – განაცხადა გალდავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ილია ელოშვილს მეუღლე და ორი შვილი დარჩა. ელოშვილი თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა, იქამდე ენერგეტიკის მინისტრი, მანამდე კი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო.