https://sputnik-georgia.com/20220601/ilia-elosvili-gardaicvala-267041980.html
თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი გარდაცვლილი იპოვეს
თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი გარდაცვლილი იპოვეს
Sputnik საქართველო
ილია ელოშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოფიციალურ უწყებებს ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებიათ. 01.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-01T11:42+0400
2022-06-01T11:42+0400
2022-06-01T17:26+0400
საზოგადოება
საქართველო
თბილისი დღეს
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23377/58/233775863_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_9bd5bb680d661471312a88c27a1050c4.jpg
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია ქართულ მასმედიაში გავრცელდა.ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა გახდა კახა კალაძის მოადგილის გარდაცვალების მიზეზი. აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებს ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებიათ.ადგილზე ამ დროისათვის სამართალდამცველები იმყოფებიან. გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.ილია ელოშვილი 47 წლის იყო, მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა. ელოშვილი 2017 წლიდან იყო თბილისის მერის მოადგილე. მანამდე რამდენიმე თვით ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. უფრო ადრე კი, კახა კალაძის ენერგეტიკის მინისტრად მუშაობის პერიოდში, მისი მოადგილე იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23377/58/233775863_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_25c38af818840d896940c24da63f278d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, საქართველო, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება, საქართველო, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში
თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი გარდაცვლილი იპოვეს
11:42 01.06.2022 (განახლებულია: 17:26 01.06.2022) ილია ელოშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოფიციალურ უწყებებს ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებიათ.
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია ქართულ მასმედიაში გავრცელდა.
ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა გახდა კახა კალაძის მოადგილის გარდაცვალების მიზეზი. აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებს ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებიათ.
ადგილზე ამ დროისათვის სამართალდამცველები იმყოფებიან. გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ილია ელოშვილი 47 წლის იყო, მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
ელოშვილი 2017 წლიდან იყო თბილისის მერის მოადგილე. მანამდე რამდენიმე თვით ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. უფრო ადრე კი, კახა კალაძის ენერგეტიკის მინისტრად მუშაობის პერიოდში, მისი მოადგილე იყო.