https://sputnik-georgia.com/20220531/turqeti-svedetisa-dafinetisgan-pasuxs-elodeba-267007240.html
ნატოში გაწევრიანების პირობა: თურქეთი ფინეთისა და შვედეთისგან პასუხს ელოდება
ნატოში გაწევრიანების პირობა: თურქეთი ფინეთისა და შვედეთისგან პასუხს ელოდება
Sputnik საქართველო
თბილისი, 31 მაისი − Sputnik. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თურქეთის, ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვედრის გამართვა... 31.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-31T12:37+0400
2022-05-31T12:37+0400
2023-07-20T15:44+0400
მსოფლიო დღეს
თურქეთი
ფინეთი
შვედეთი
პოლიტიკა
ნატო
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1b/263930865_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_21dcc4064be8a0850e8c803f30b749b4.jpg
თბილისი, 31 მაისი − Sputnik. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თურქეთის, ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვედრის გამართვა შესთავაზა, ანკარა კი ელოდება პასუხს ამ ქვეყნებისგან ნატოში გაწევრიანებისთვის წარდგენილ პირობებზე, განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ.მისი თქმით, ფინეთისა და შვედეთისთვის წარდგენილი პირობების შესრულება შეუძლებელი არ არის.მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა The Economist-ს განუცხადა, რომ ანკარა არ შეიცვლის პოზიციას შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, თუ მათი მხრიდან აუცილებელი ნაბიჯები არ გადაიდგმება. ფინეთმა და შვედეთმა, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს ალიანსში გაწევრიანების განაცხადი 18 მაისს გადასცეს. თურქეთმა ამ განაცხადების განხილვის პროცესის დაწყება დაბლოკა. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარას არ შეუძლია თქვას „დიახ“ ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე, რადგან არ სჯერა მათი განცხადებებისა თურქეთში აკრძალულ ქურთისტანის მუშათა პარტიის წარმომადგენლებთან ურთიერთობის შესახებ.
თურქეთი
ფინეთი
შვედეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1b/263930865_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_a11894ba6d77251d974f5c7876877912.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თურქეთი , ფინეთი, შვედეთი, პოლიტიკა, ნატო , მსოფლიოს ახალი ამბები
თურქეთი , ფინეთი, შვედეთი, პოლიტიკა, ნატო , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 31 მაისი − Sputnik. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თურქეთის, ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვედრის გამართვა შესთავაზა, ანკარა კი ელოდება პასუხს ამ ქვეყნებისგან ნატოში გაწევრიანებისთვის წარდგენილ პირობებზე, განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
„ნატოს გენერალური მდივანი ვითარების კურსშია, კონტაქტშია ჩვენი სახელმწიფოს მეთაურთან, ჩემთან. მან ტექნიკური შეხვედრისა და საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრის ჩატარების წინადადება წამოაყენა. მაგრამ ჩვენ განვაცხადეთ, რომ ჩვენს წერილობით პირობებზე პასუხის გარეშე შეხვედრას აზრი არ აქვს“, − აღნიშნა ჩავუშოღლუმ სააგენტო Anadolu-სთან საუბრისას.
მისი თქმით, ფინეთისა და შვედეთისთვის წარდგენილი პირობების შესრულება შეუძლებელი არ არის.
მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა The Economist-ს განუცხადა, რომ ანკარა არ შეიცვლის პოზიციას შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, თუ მათი მხრიდან აუცილებელი ნაბიჯები არ გადაიდგმება.
ფინეთმა და შვედეთმა, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს ალიანსში გაწევრიანების განაცხადი 18 მაისს გადასცეს. თურქეთმა ამ განაცხადების განხილვის პროცესის დაწყება დაბლოკა. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარას არ შეუძლია თქვას „დიახ“ ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე, რადგან არ სჯერა მათი განცხადებებისა თურქეთში აკრძალულ ქურთისტანის მუშათა პარტიის წარმომადგენლებთან ურთიერთობის შესახებ.