https://sputnik-georgia.com/20220531/teona-zaqariadze-267026769.html
ეკონომისტი, რომელიც ცნობილი მხატვრების ნამუშევრებს ქარგავს
ეკონომისტი, რომელიც ცნობილი მხატვრების ნამუშევრებს ქარგავს
Sputnik საქართველო
გაიცანით ქუთაისელი თეონა ზაქარიაძე, რომელმაც ერთ მშვენიერ დღეს ხელოვნების სიყვარულის გამო ცნობილი ნახატების ქარგვა დაიწყო. გახამებულ ბადისმაგვარ ქსოვილზე... 31.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-31T20:01+0400
2022-05-31T20:01+0400
2022-05-31T23:14+0400
ინტერვიუ
საინტერესო ადამიანები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24789/32/247893258_0:0:1000:563_1920x0_80_0_0_3b77af0c1d14408253b78bde81794b6b.jpg
ხატვისგან განსხვავებით, ეს ბევრად შრომატევადი საქმეა. საშუალო ზომისა და სირთულის ნაქარგის დასრულებას 3-4 თვე სჭირდება. ზოგიერთი ნაქარგის დასრულებას კი 8-9 თვესაც ანდომებს.პირველი ჯგუფური გამოფენა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო, 2015 წელს გაიმართა. მაშინ ქარგვის მოყვარულებმა საკუთარი ნამუშევრები საპატრიარქოს თანადგომით სამების ტაძრის საგამოფენო დარბაზში წარადგინეს.- ქალბატონო თეონა, თქვენი ისტორია ქუთაისში დაიწყო?- დიახ, ქუთაისში, მწვანეყვავილას უბანში ვცხოვრობდი. ამ ადგილს ჩემ ბავშვობაში ებრაელების უბანს ეძახდნენ. აქ მდებარეობდა მაშინდელი შაუმიანის ქუჩა, სადაც მოსახლეობის დიდ ნაწილს ებრაელები შეადგენდნენ. დღემდე მახსოვს ისინი თავიანთი ყოფნით ამ უბანს და საერთოდ ქუთაისს როგორ ძალიან ალამაზებდნენ, ჩვენს ქალაქს სხვა დატვირთვას და შინაარსს აძლევდნენ. ბევრი მათგანი ქალაქის კოლორიტად იყო მიჩნეული.- საკმაოდ რთულია რასაც აკეთებთ, როდის დაეუფლეთ ამ ხელოვნებას?- ძაფებით ქარგვას დაახლოებით ოცი წლის წინ დავეუფლე. ადრე ქსოვა მიზიდავდა. როცა ჩემი მეგობრის ნაქარგი ვნახე, ისე მომეწონა, რომ დავინტერესდი მეც შევძლებდი თუ არა ასე ქარგვას. ჩემი პირველი ნაქარგი ისეთი რთული სქემის არ იყო. როცა მეგობრებს ვაჩვენე, მომიწონეს და ამან სითამამე შემმატა.- სამების ტაძრის დარბაზის გარდა სად გამოიფინა თქვენი ნამუშევრები?- ჩემი შემდეგი გამოფენა 2019 წელს ელენე ახვლედიანის სახელობის დარბაზში გაიმართა. ამის მერე 2 მაისს ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის მიწვევით ქუთაისში გვირილობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა. მიხარია, რომ იმ გამოფენაზე ჩემმა ნაქარგებმა დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.- ძირითადად ცნობილი მხატვრების ნამუშევრებს ქარგავთ?- თემატიკის განსაზღვრა და არჩევა ქარგვაში ცოტა ძნელია. რაიმე მიმართულება რომ აირჩიო, შესაბამისი ნაქარგის შესაქმნელად სქემა გჭირდება და თუ იმ სურათის სქემა არ გექნება, ვერც მოქარგავ. ამიტომ ვარჩევ ხოლმე რაიმე სურათს, რომელიც მომეწონება და მის ქარგვას ვიწყებ. უფრო ძველი ნახატების, ასე ვთქვათ, სხვა რაკურსით წარმოჩენას ვცდილობ.- ქარგვისთვის ასეთ თემატიკას რატომ ირჩევთ?- რეტრო თემატიკას იმიტომ ვარჩევ, რომ ისინი ერთგვარ ხიბლს აძლევს ნაქარგს და უფრო მიმზიდველს ხდის. მაშინდელი ქალბატონების ჩაცმულობა და ზოგადი სტილი ნაქარგზე უფრო ლამაზად მოჩანს.- ასეთი კითხვა გამიჩნდა: ძველ დროში ცხოვრებას თუ ისურვებდით?- ძველ დროში ცხოვრებას ალბათ არ ვისურვებდი, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიები ჩემი საქმის უკეთ გასაკეთებლად უფრო დიდ შესაძლებლობას მაძლევს.ნინი მამულაშვილი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24789/32/247893258_0:0:888:666_1920x0_80_0_0_397bfefb995de30394d47a7f37c73ed6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები
ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები
ეკონომისტი, რომელიც ცნობილი მხატვრების ნამუშევრებს ქარგავს
20:01 31.05.2022 (განახლებულია: 23:14 31.05.2022) გაიცანით ქუთაისელი თეონა ზაქარიაძე, რომელმაც ერთ მშვენიერ დღეს ხელოვნების სიყვარულის გამო ცნობილი ნახატების ქარგვა დაიწყო. გახამებულ ბადისმაგვარ ქსოვილზე ნემსით ჯვარედინად ქარგავს და ამ პროცესს კანვას ეძახის.
ხატვისგან განსხვავებით, ეს ბევრად შრომატევადი საქმეა. საშუალო ზომისა და სირთულის ნაქარგის დასრულებას 3-4 თვე სჭირდება. ზოგიერთი ნაქარგის დასრულებას კი 8-9 თვესაც ანდომებს.
პირველი ჯგუფური გამოფენა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო, 2015 წელს გაიმართა. მაშინ ქარგვის მოყვარულებმა საკუთარი ნამუშევრები საპატრიარქოს თანადგომით სამების ტაძრის საგამოფენო დარბაზში წარადგინეს.
- ქალბატონო თეონა, თქვენი ისტორია ქუთაისში დაიწყო?
- დიახ, ქუთაისში, მწვანეყვავილას უბანში ვცხოვრობდი. ამ ადგილს ჩემ ბავშვობაში ებრაელების უბანს ეძახდნენ. აქ მდებარეობდა მაშინდელი შაუმიანის ქუჩა, სადაც მოსახლეობის დიდ ნაწილს ებრაელები შეადგენდნენ. დღემდე მახსოვს ისინი თავიანთი ყოფნით ამ უბანს და საერთოდ ქუთაისს როგორ ძალიან ალამაზებდნენ, ჩვენს ქალაქს სხვა დატვირთვას და შინაარსს აძლევდნენ. ბევრი მათგანი ქალაქის კოლორიტად იყო მიჩნეული.
- საკმაოდ რთულია რასაც აკეთებთ, როდის დაეუფლეთ ამ ხელოვნებას?
- ძაფებით ქარგვას დაახლოებით ოცი წლის წინ დავეუფლე. ადრე ქსოვა მიზიდავდა. როცა ჩემი მეგობრის ნაქარგი ვნახე, ისე მომეწონა, რომ დავინტერესდი მეც შევძლებდი თუ არა ასე ქარგვას. ჩემი პირველი ნაქარგი ისეთი რთული სქემის არ იყო. როცა მეგობრებს ვაჩვენე, მომიწონეს და ამან სითამამე შემმატა.
- სამების ტაძრის დარბაზის გარდა სად გამოიფინა თქვენი ნამუშევრები?
- ჩემი შემდეგი გამოფენა 2019 წელს ელენე ახვლედიანის სახელობის დარბაზში გაიმართა. ამის მერე 2 მაისს ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის მიწვევით ქუთაისში გვირილობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა. მიხარია, რომ იმ გამოფენაზე ჩემმა ნაქარგებმა დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.
- ძირითადად ცნობილი მხატვრების ნამუშევრებს ქარგავთ?
- თემატიკის განსაზღვრა და არჩევა ქარგვაში ცოტა ძნელია. რაიმე მიმართულება რომ აირჩიო, შესაბამისი ნაქარგის შესაქმნელად სქემა გჭირდება და თუ იმ სურათის სქემა არ გექნება, ვერც მოქარგავ. ამიტომ ვარჩევ ხოლმე რაიმე სურათს, რომელიც მომეწონება და მის ქარგვას ვიწყებ. უფრო ძველი ნახატების, ასე ვთქვათ, სხვა რაკურსით წარმოჩენას ვცდილობ.
- ქარგვისთვის ასეთ თემატიკას რატომ ირჩევთ?
- რეტრო თემატიკას იმიტომ ვარჩევ, რომ ისინი ერთგვარ ხიბლს აძლევს ნაქარგს და უფრო მიმზიდველს ხდის. მაშინდელი ქალბატონების ჩაცმულობა და ზოგადი სტილი ნაქარგზე უფრო ლამაზად მოჩანს.
- ასეთი კითხვა გამიჩნდა: ძველ დროში ცხოვრებას თუ ისურვებდით?
- ძველ დროში ცხოვრებას ალბათ არ ვისურვებდი, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიები ჩემი საქმის უკეთ გასაკეთებლად უფრო დიდ შესაძლებლობას მაძლევს.