https://sputnik-georgia.com/20220531/somxetis-prezidenti-tbilissi-sexvedrebs-martavs-267022617.html
უსაფრთხოება და კავკასიის მომავალი: სომხეთის პრეზიდენტი თბილისში შეხვედრებს მართავს
უსაფრთხოება და კავკასიის მომავალი: სომხეთის პრეზიდენტი თბილისში შეხვედრებს მართავს
Sputnik საქართველო
მხარეთა განხილვის მთავარი თემა რეგიონში არსებული ვითარებაა. 31.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-31T18:13+0400
2022-05-31T18:13+0400
2022-05-31T22:47+0400
საქართველო
ახალი ამბები
კავკასია
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
სომხეთი
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/0d/265183367_0:502:1000:1065_1920x0_80_0_0_bf89d8857c73f12be09713de152111aa.jpg
თბილისი, 31 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა შეხვედრაზე თბილისში რეგიონში სტაბილურობის საკითხებზე იმსჯელეს.სომხეთის პრეზიდენტი თბილისში პირველი ოფიციალური ვიზიტით სახელმწიფოს მეთაურის რანგში 30 მაისს ჩამოვიდა. ის უკვე შეხვდა თავის ქართველ კოლეგას სალომე ზურაბიშვილს.როგორც დღევანდელ შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სიმბოლურია, რომ სომხეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი საქართველოში შედგა, რაც, პაპუაშვილის განცხადებით, „კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების მნიშვნელობას“.ვიზიტის ფარგლებში ხაჩატურიანი ასევე შეხვდა დეპუტატებს ოპოზიციიდან და უმრავლესობიდან. როგორც საპარლამენტო „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის გამოცდილების გაცვლის საკითხები განიხილეს.„განვიხილეთ რეგიონში, ამ ორ ქვეყანას შორის ამდენი წლის მეგობრობის გათვალისწინებით, მაგალითად, საზღვარზე გადასვლის გამარტივება და სხვა ტიპის საკითხები, რომლებიც გააუმჯობესებს და უფრო სიღრმისეულს გახდის ჩვენს ორ ქვეყანას შორის მეგობრობას“, – აღნიშნა სამნიძემ.რა განიხილეს საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებმა>>პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის საკითხები, ასევე რეგიონული უსაფრთხოება.საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის სფეროებში.30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების განმავლობაში საქართველომ და სომხეთმა გააფორმეს საერთაშორისო ხასიათის ათობით დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა სფეროებში.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/0d/265183367_161:486:934:1065_1920x0_80_0_0_e777fe927e0faf2ad5d46de3fda88c55.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, კავკასია, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, სომხეთი, საქართველოს პარლამენტი
საქართველო, ახალი ამბები, კავკასია, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, სომხეთი, საქართველოს პარლამენტი
უსაფრთხოება და კავკასიის მომავალი: სომხეთის პრეზიდენტი თბილისში შეხვედრებს მართავს
18:13 31.05.2022 (განახლებულია: 22:47 31.05.2022) მხარეთა განხილვის მთავარი თემა რეგიონში არსებული ვითარებაა.
თბილისი, 31 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა შეხვედრაზე თბილისში რეგიონში სტაბილურობის საკითხებზე იმსჯელეს.
სომხეთის პრეზიდენტი თბილისში პირველი ოფიციალური ვიზიტით სახელმწიფოს მეთაურის რანგში 30 მაისს ჩამოვიდა. ის უკვე შეხვდა თავის ქართველ კოლეგას სალომე ზურაბიშვილს.
როგორც დღევანდელ შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სიმბოლურია, რომ სომხეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი საქართველოში შედგა, რაც, პაპუაშვილის განცხადებით, „კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების მნიშვნელობას“.
„მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე სხვადასხვა სექტორში. დადებითად შეფასდა მაღალი დონის ვიზიტების დინამიკის ზრდა... მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ვიზიტის ფარგლებში ხაჩატურიანი ასევე შეხვდა დეპუტატებს ოპოზიციიდან და უმრავლესობიდან. როგორც საპარლამენტო „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის გამოცდილების გაცვლის საკითხები განიხილეს.
„განვიხილეთ რეგიონში, ამ ორ ქვეყანას შორის ამდენი წლის მეგობრობის გათვალისწინებით, მაგალითად, საზღვარზე გადასვლის გამარტივება და სხვა ტიპის საკითხები, რომლებიც გააუმჯობესებს და უფრო სიღრმისეულს გახდის ჩვენს ორ ქვეყანას შორის მეგობრობას“, – აღნიშნა სამნიძემ.
პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის საკითხები, ასევე რეგიონული უსაფრთხოება.
„(ორი ქვეყნის ურთიერთობა) იმედს გვიტოვებს, რომ კავკასიის მომავალი იქნება სტაბილური მიუხედავად ამ ურთულესი სიტუაციისა, რაც ზოგადად რეგიონში სუფევს, მსოფლიოში რა პროცესებიც მიდის. თანამშრომლობა, მეგობრობა – ეს არის აუცილებელი მოთხოვნები, რაც სჭირდება ჩვენს ხალხებს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის სფეროებში.
30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების განმავლობაში საქართველომ და სომხეთმა გააფორმეს საერთაშორისო ხასიათის ათობით დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა სფეროებში.