Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში შესვლას გამარტივებული კოვიდ-რეგულაციებით შეძლებენ

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიბუნდესტაგი. გერმანიის დროშა
ბუნდესტაგი. გერმანიის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2022
გამოწერა
ქვეყანაში შესვლის მსურველებისთვის აღარ იქნება სავალდებულო აცრის, გამოჯანმრთელების ან ჩატარებული ტესტის საბუთის წარდგენა.
თბილისი, 31 მაისი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში შესვლას 1 ივნისიდან გამარტივებული კოვიდ-რეგულაციებით შეძლებენ. ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, 1 ივნისიდან გერმანიაში შესვლის მსურველებისთვის აღარ იქნება სავალდებულო აცრის, გამოჯანმრთელების ან ჩატარებული ტესტის საბუთის წარდგენა. ასევე გაუქმდა ინფექციისგან დაცვისათვის შექმნილი მაღალი რისკის მქონე ქვეყნების სია, რადგან „ომიკრონი“ უფრო იშვიათად იწვევს დაავადების რთულ ფორმებს.

„ვაქცინაციის საბუთი საჭიროა მხოლოდ იმ პირთათვის, ვინც გერმანიაში ჩადის ქვეყნებიდან, სადაც მოხდა ვირუსის მუტაცია. ამ შემთხვევაში შესვლა შესაძლებელი ხდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩამოთვლილი ყველა ვაქცინით. საქართველო კი არ შედის ამ ქვეყნების სიაში“, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მითითებულ ბმულზე.
საქართველოში ბოლო კვირაში (23–29 მაისი) კორონავირუსის 575 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 1.657.729 შემთხვევა.
ბოლო კვირაში გამოჯანმრთელდა 614 ადამიანი (პანდემიის დასაწყისიდან – 1.640.288). კვირის განმავლობაში კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა ერთი პაციენტი, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე კი 16.828 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0