რუსთავში პირველი მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი ჩატარდება

© Sputnik / STRINGERრუსთავის პარკი
რუსთავის პარკი - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2022
გამოწერა
მუსიკალური ფესტივალი „ოქსიგენი" ყოველწლიურად ჩატარდება და სამომავლოდ საერთაშორისო მასშტაბსაც შეიძენს.
თბილისი, 31 მაისი – Sputnik. რუსთავის ცენტრალურ პარკში საფესტივალო სივრცე „ოქსიგენი“ გაიხსნა, სადაც მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი „ოქსიგენ-ფესტი“ ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
პირველი მუსიკალური ფესტივალი რუსთავში 25 და 26 ივნისს გაიმართება.
ცენტრალურ პარკში „ოქსიგენის" თაობაზე თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა. მემორანდუმს ხელი რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, „რუსთავის აზოტისა“ და ორგანიზაცია „ოქსიგენი–რუსთავი 2022“-ის წარმომადგენლებმა მოაწერეს.

„მიხარია, რომ სწორედ ამ უნიკალურ პარკში დაფუძნდა საფესტივალო სივრცე, რომელიც უმასპინძლებს როგორც ადგილობრივ, ასევე მომავალში საერთაშორისო წარმომადგენლებსაც“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

როგორც „ოქსიგენის“ ორგანიზატორმა ლაშა ნოზაძემ განაცხადა, საფესტივალო სივრცე იქნება რუსთავის პარკის ტერიტორიაზე ის ადგილი, სადაც ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანი მისთვის შესაბამის სივრცეს, ჯგუფებსა თუ სხვადასხვა ხელოვნების პროდუქტს მიიღებს.
„საფესტივალო სივრცე თავისთავად ნიშნავს სხვადასხვა ფესტივალების მასპინძლობას, დავიწყებთ ქართულით და აუცილებლად გავხდებით საერთაშორისო დონის მიმღები. აქ მთავარი იყო სურვილი, წამოწყება და, რაც მთავარია, ჯანმრთელი იდეა. ეს ჯანმრთელი იდეა მოდის რუსთავის ყველა თაობის ადამიანისგან, ცენტრალური პარკი ყოველთვის იყო შეკრებისა და ხელოვნების გაცვლის ადგილი“, – განაცხადა ნოზაძემ.
ივლისში თბილისში ხალხური შემოქმედების ფესტივალი „არტ-გენი" გაიმართება>>
„ოქსიგენის“ საორგანიზაციო ჯგუფის ინფორმაციით, 25 ივნისს საფესტივალო სივრცეს „არტ- გენი" დაიკავებს, მეორე დღეს კი „ოქსიგენ-ფესტი“ მთლიანად ელექტრონულ მუსიკას დაეთმობა.
მუსიკალური ფესტივალი „ოქსიგენი" ყოველწლიურად ჩატარდება და სამომავლოდ საერთაშორისო მასშტაბსაც შეიძენს.
ყველა ახალი ამბავი
0