ივლისში თბილისში ხალხური შემოქმედების ფესტივალი „არტ-გენი" გაიმართება

© press-service of Art-Geni festivalფესტივალი „არტ-გენი"
ფესტივალი „არტ-გენი - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2022
გამოწერა
Yandex newsTelegram
ფესტივალის მთავარი მიზანი ფოლკლორის, ხალხური რეწვის, ზეპირსიტყვიერების, ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაციაა.
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. პოპულარული ქართული ფესტივალი „არტ-გენი" (Art-Geni) დედაქალაქის ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ 15-დან 24 ივლისამდე პერიოდში გაიმართება.
ფესტივალზე ტრადიციულად გაიმართება ხალხური რეწვის გამოფენები, ხალხური სიმღერის ოსტატების გამოსვლები, ინსტრუმენტული მუსიკის, ქორეოგრაფიის და კულინარიული წარმოდგენები, ასევე თანამედროვე ქართული ჯგუფებისა და შემსრულებლების კონცერტები.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე 12 წლამდე ბავშვებისთვის შესვლა უფასოა.
ფესტივალის დეტალური პროგრამა:
18:00 - 00:00 ხალხური რეწვის გამოფენები, კულინარია, ღვინის და ლუდის სივრცეები.
15 ივლისი
19:00-21:00 - ფოლკლორი, სტუმრები სამცხე-ჯავახეთის და იმერეთის რეგიონებიდან
21:00-22:00 - ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი ანსამბლი „მესხეთი" (ახალციხე)
22:30 - „სუხიშვილები"
16 ივლისი
19:00-21:00 - ფოლკლორი, სტუმრები სვანეთის და სამეგრელოს რეგიონებიდან
21:00-22:00 - ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი ანსამბლი „გორდელა"
22:30 - „გაგა ფრანი"
17 ივლისი
19:00-21:00 - ფოლკლორი, სტუმრები გურიის და ქვემო ქართლის რეგიონებიდან
21:00-22:00 - ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი ანსამბლი „ადილეი"
22:30 - REGGAEON
22 ივლისი
19:00-21:00 - ფოლკლორი, სტუმრები მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის რეგიონებიდან
21:00-22:00 - ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი ანსამბლი „ქალილო" (დუშეთი); სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი"
22:30 - სანდრო ნიკოლაძე & ბენდი
23 ივლისი
19:00-21:00 - ფოლკლორი, სტუმრები რაჭის და აჭარის რეგიონებიდან
21:00-22:00 - ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი ანსამბლი „ძირიანი"
22:30 - ნინო ქათამაძე & ბენდი
24 ივლისი
19:00-21:00 - ფოლკლორი, სტუმრები თუშეთის და კახეთის რეგიონებიდან
21:00-22:00 - ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი: „ბერიკაცები" (საგარეჯო); ლელა თათარაიძე და ტრიო „კესანე"
22:30 - „33ა"
ფესტივალი „არტ-გენი" 2004 წელს დაფუძნდა და ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფესტივალია, რომელსაც ყოველწლიურად დაახლოებით 30–40 ათასი ადამიანი ესწრება. ფესტივალის მთავარი მიზანი ფოლკლორის, ხალხური რეწვის, ზეპირსიტყვიერების, ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაციაა.
ყველა ახალი ამბავი
0