ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები

© AFP 2024 / TOLGA AKMENლონდონის საფონდო ბირჟა
ლონდონის საფონდო ბირჟა - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2022
გამოწერა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში გაიზარდა.
თბილისი, 31 მაისი — Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,06%-ით გამყარდა და 86,62 დოლარი შეადგინა, მოგება შეადგენს 6,71%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.
კორპორაციული ობლიგაციებით ვაჭრობა
საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,02%-ით შემცირდა, ვაჭრობა დაიხურა 5,83% მოგებით 100,22 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 96,63 პუნქტის ფასით, 8,2% მოგებით, ფასი ერთ კვირაში 0,76%-ით გაიზარდა.
„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 0,06%-ით შემცირდა 85,08 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 7,08%-ს.
აქციებით ვაჭრობა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის" აქციებზე ფასი ერთ კვირაში 10,4%-ით გაიზარდა და ერთ აქციაზე 15,5 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 323 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 13,9–15,5 ფუნტის დიაპაზონში.
ამოქმედდა ახალი კანონი: კორპორატიული მართვის კოდექსი ემიტენტებისთვის>>
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში გაიზარდა 8,33%-ით და ერთ აქციაზე 6,5 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 222 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 6,0–6,56 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში 13,18%-ით გაიზარდა 14,94 ფუნტამდე ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 131 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 13,28–15,08 ფუნტის დიაპაზონში.
ყველა ახალი ამბავი
0