https://sputnik-georgia.com/20220531/gaficvasi-borjomis-qarxnebis-yvela-tanamsromeli-monawileobs-267023767.html
გაფიცვაში „ბორჯომის“ ქარხნების ყველა თანამშრომელი მონაწილეობს - პროფკავშირის თავმჯდომარე
გაფიცვაში „ბორჯომის“ ქარხნების ყველა თანამშრომელი მონაწილეობს - პროფკავშირის თავმჯდომარე
Sputnik საქართველო
კომპანიის ადმინისტრაცია გაფიცულების დაშინების მცდელობაში დაადანაშაულეს. 31.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-31T18:29+0400
2022-05-31T18:29+0400
2022-05-31T22:50+0400
საქართველო
ახალი ამბები
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1f/267009145_0:0:800:450_1920x0_80_0_0_6d7bbfe301aae7f3496d29202a9f6153.jpg
თბილისი, 31 მაისი – Sputnik. დარგობრივი პროფკავშირის თავმჯდომარემ გიორგი დიასამიძემ უარყო მინერალური წყალი „ბორჯომის“ პირველი ქარხნის დირექტორის მერაბ ახმეტელის განცხადება იმის თაობაზე, რომ ქარხნების ყველა თანამშრომელი არ არის გაფიცული.უფრო ადრე ახმეტელმა განაცხადა, რომ ქარხნის თანამშრომელთა ნაწილი განაგრძობს მუშაობას. მან ასევე აღნიშნა, რომ ამჟამინდელ ფინანსურ ვითარებაში შეუძლებელია თანამშრომლებისთვის ხელფასის 25%-ით მომატება.დიასამიძის განცხადებით, №1 и №2 ქარხნების ყველა თანამშრომელი გაფიცულია, გარდა ადმინისტრაციის, მენეჯმენტის წარმომადგენლებისა. მისი თქმით, თუ წყლის ჩამოსხმა გრძელდება, მაშინ ამას მხოლოდ ადმინისტრაციის წარმომადგენლები აკეთებენ.პროფკავშირის თავმჯდომარემ კომპანიის ადმინისტრაცია გაფიცულების დაშინების მცდელობაში დაადანაშაულა, რათა ისინი სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ.კომპანია „ბორჯომის“ ქარხანაში დასაქმებულებმა უვადო და სრულმასშტაბიანი გაფიცვა 31 მაისს გამოაცხადეს, ქარხნებში მუშაობა შეწყდა. ისინი გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას, კუთვნილი ანაზღაურების მიღებას და ხელფასების 25%-ით გაზრდას, გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმებას, შანტაჟის ფაქტების აღმოფხვრას და თანამშრომლების დაშინებაში მონაწილეთა გათავისუფლებას მოითხოვენ.„ბორჯომის“ ქარხნებში მუშაობა პარალიზებულია>>აპრილის ბოლოს კომპანიამ IDS Borjomi უკრაინაში შექმნილი სიტუაციით გამოწვეული ფინანსური პრობლემების გამო საქართველოში წარმოების დროებით შეჩერების შესახებ განაცხადა. მუშებს ახალი პირობები შესთავაზეს, რასაც მათი ნაწილი არ დაეთანხმა და საპროტესტო აქცია დაიწყო. შედეგად – 49 ადამიანი გაათავისუფლეს.დიასამიძის თქმით, კომპანიის ხელმძღვანელობამ გაათავისუფლა მუშა პერსონალი, მაგრამ შემცირება ადმინისტრაციის თანამშრომლებს არ შეხებია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1f/267009145_100:0:700:450_1920x0_80_0_0_4152f9eaf0ba49729da228f893070b31.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა
საქართველო, ახალი ამბები, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა
გაფიცვაში „ბორჯომის“ ქარხნების ყველა თანამშრომელი მონაწილეობს - პროფკავშირის თავმჯდომარე
18:29 31.05.2022 (განახლებულია: 22:50 31.05.2022) კომპანიის ადმინისტრაცია გაფიცულების დაშინების მცდელობაში დაადანაშაულეს.
თბილისი, 31 მაისი – Sputnik. დარგობრივი პროფკავშირის თავმჯდომარემ გიორგი დიასამიძემ უარყო მინერალური წყალი „ბორჯომის“ პირველი ქარხნის დირექტორის მერაბ ახმეტელის განცხადება იმის თაობაზე, რომ ქარხნების ყველა თანამშრომელი არ არის გაფიცული.
უფრო ადრე ახმეტელმა განაცხადა, რომ ქარხნის თანამშრომელთა ნაწილი განაგრძობს მუშაობას. მან ასევე აღნიშნა, რომ ამჟამინდელ ფინანსურ ვითარებაში შეუძლებელია თანამშრომლებისთვის ხელფასის 25%-ით მომატება.
დიასამიძის განცხადებით, №1 и №2 ქარხნების ყველა თანამშრომელი გაფიცულია, გარდა ადმინისტრაციის, მენეჯმენტის წარმომადგენლებისა. მისი თქმით, თუ წყლის ჩამოსხმა გრძელდება, მაშინ ამას მხოლოდ ადმინისტრაციის წარმომადგენლები აკეთებენ.
პროფკავშირის თავმჯდომარემ კომპანიის ადმინისტრაცია გაფიცულების დაშინების მცდელობაში დაადანაშაულა, რათა ისინი სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ.
კომპანია „ბორჯომის“ ქარხანაში დასაქმებულებმა უვადო და სრულმასშტაბიანი გაფიცვა 31 მაისს გამოაცხადეს, ქარხნებში მუშაობა შეწყდა. ისინი გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას, კუთვნილი ანაზღაურების მიღებას და ხელფასების 25%-ით გაზრდას, გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმებას, შანტაჟის ფაქტების აღმოფხვრას და თანამშრომლების დაშინებაში მონაწილეთა გათავისუფლებას მოითხოვენ.
აპრილის ბოლოს კომპანიამ IDS Borjomi უკრაინაში შექმნილი სიტუაციით გამოწვეული ფინანსური პრობლემების გამო საქართველოში წარმოების დროებით შეჩერების შესახებ განაცხადა. მუშებს ახალი პირობები შესთავაზეს, რასაც მათი ნაწილი არ დაეთანხმა და საპროტესტო აქცია დაიწყო. შედეგად – 49 ადამიანი გაათავისუფლეს.
დიასამიძის თქმით, კომპანიის ხელმძღვანელობამ გაათავისუფლა მუშა პერსონალი, მაგრამ შემცირება ადმინისტრაციის თანამშრომლებს არ შეხებია.