https://sputnik-georgia.com/20220531/borjomis-qarxnebsi-musaoba-paralizebulia-267008843.html
„ბორჯომის“ ქარხნებში მუშაობა პარალიზებულია
„ბორჯომის“ ქარხნებში მუშაობა პარალიზებულია
Sputnik საქართველო
გაფიცული თანამშრომლები ქარხნის ტერიტორიაზე დღეს დილის ექვსი საათიდან იკრიბებოდნენ. 31.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-31T13:44+0400
2022-05-31T13:44+0400
2022-05-31T20:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1f/267006707_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_624f19eada83740cbc0cdaad569f7ab0.jpg
თბილისი, 31 მაისი – Sputnik. კომპანია „ბორჯომის“ ქარხანაში დასაქმებულებმა უვადო და სრულმასშტაბიანი გაფიცვა გამოაცხადეს, ქარხნებში მუშაობა შეწყდა. ამის შესახებ პროფკავშირების თავმჯდომარემ გიორგი დიასამიძემ ქალაქ ბორჯომში გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.აპრილის ბოლოს კომპანიამ IDS Borjomi უკრაინაში შექმნილი სიტუაციით გამოწვეული ფინანსური პრობლემების გამო საქართველოში წარმოების დროებით შეჩერების შესახებ განაცხადა. მუშებს ახალი პირობები შესთავაზეს, რასაც მათი ნაწილი არ დაეთანხმა და საპროტესტო აქცია დაიწყო. შედეგად – 50-მდე ადამიანი გაათავისუფლეს.გაფიცულმა თანამშრომლებმა ქარხნის ტერიტორიაზე შეკრება დღეს უკვე დილის ექვსი საათიდან დაიწყეს.ისინი გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას, კუთვნილი ანაზღაურების მიღებას და ხელფასების 25%-ით გაზრდას, გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმებას, შანტაჟის ფაქტების აღმოფხვრას და თანამშრომლების დაშინებაში მონაწილეთა გათავისუფლებას მოითხოვენ.როგორც გაფიცულმა თანამშრომლებმა განაცხადეს, „ბორჯომის“ ხელმძღვანელები ურეკავდნენ და სამსახურში დაბრუნებისკენ მოუწოდებდნენ, თუმცა მათი მოთხოვნების შესრულების გარეშე სამსახურში დაბრუნებას არცერთი თანამშრომელი არ აპირებს.მასშტაბური გაფიცვა იმ მოლაპარაკების ფონზე მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს მთავრობა IDS Borjomi International-ის ხელმძღვანელობასთან აწარმოებს კომპანიის წილის ნაწილის სახელმწიფოსთვის გადაცემის თაობაზე.კომპანიამ IDS Borjomi Georgia 19 მაისს მაკონტროლებელი კომპანია DS Borjomi International-ის სახელით გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ კომპანია მზადაა თავისი წილის ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს საქართველოს მთავრობას.როგორც მოგვიანებით საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, IDS Borjomi Georgia-სთვის წილების ნაწილის გადაცემა არ იქნება მხოლოდ დროებითი მოვლენა და ახლა სამართლებრივი ნიუანსები წყდება.ღარიბაშვილი: კომპანია „ბორჯომს“ არავითარი პრობლემა არ ექნება>>ამასთან, დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ბორჯომის“ აქციების საქართველოს მთავრობისთვის გადაცემა არ ხდება რუსი ბიზნესმენებისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით.2013 წლიდან IDS Borjomi Georgia-ს საკონტროლო პაკეტის 60% ეკუთვნის რუსულ კონსორციუმ „ალფა-ჯგუფს“ (Альфа-Групп), რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებული რუსი მეწარმეების სიაში მოხვდა.საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International სამიდან ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა მინერალური წყლების ბაზარზე დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნებში.კომპანია აწარმოებს ისეთ მინერალურ წყლებს, როგორიცაა „ბორჯომი“, „ლიკანი“, „ედელვაისი", „მორშინსკაია", „მირგოროდსკაია", „ტრუსკავეცკაია აკვა-ეკო“, „ტრუსკავეცკაია კრისტალნაია“, „წმინდა წყარო“ (Святой источник) და სხვ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1f/267006707_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_059013a06b9241488e5dc10c258853ff.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
„ბორჯომის“ ქარხნებში მუშაობა პარალიზებულია
13:44 31.05.2022 (განახლებულია: 20:03 31.05.2022) გაფიცული თანამშრომლები ქარხნის ტერიტორიაზე დღეს დილის ექვსი საათიდან იკრიბებოდნენ.
თბილისი, 31 მაისი – Sputnik. კომპანია „ბორჯომის“ ქარხანაში დასაქმებულებმა უვადო და სრულმასშტაბიანი გაფიცვა გამოაცხადეს, ქარხნებში მუშაობა შეწყდა. ამის შესახებ პროფკავშირების თავმჯდომარემ გიორგი დიასამიძემ ქალაქ ბორჯომში გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
აპრილის ბოლოს კომპანიამ IDS Borjomi უკრაინაში შექმნილი სიტუაციით გამოწვეული ფინანსური პრობლემების გამო საქართველოში წარმოების დროებით შეჩერების შესახებ განაცხადა. მუშებს ახალი პირობები შესთავაზეს, რასაც მათი ნაწილი არ დაეთანხმა და საპროტესტო აქცია დაიწყო. შედეგად – 50-მდე ადამიანი გაათავისუფლეს.
გაფიცულმა თანამშრომლებმა ქარხნის ტერიტორიაზე შეკრება დღეს უკვე დილის ექვსი საათიდან დაიწყეს.
ისინი გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას, კუთვნილი ანაზღაურების მიღებას და ხელფასების 25%-ით გაზრდას, გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმებას, შანტაჟის ფაქტების აღმოფხვრას და თანამშრომლების დაშინებაში მონაწილეთა გათავისუფლებას მოითხოვენ.
„არანაირი ესკალაცია, არავითარი დაპირისპირება. არ ვაპირებთ კანონის დარღვევას. მშვიდად მივაღწევთ გამარჯვებას, რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეს ამას", – განაცხადა დიასამიძემ.
როგორც გაფიცულმა თანამშრომლებმა განაცხადეს, „ბორჯომის“ ხელმძღვანელები ურეკავდნენ და სამსახურში დაბრუნებისკენ მოუწოდებდნენ, თუმცა მათი მოთხოვნების შესრულების გარეშე სამსახურში დაბრუნებას არცერთი თანამშრომელი არ აპირებს.
მასშტაბური გაფიცვა იმ მოლაპარაკების ფონზე მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს მთავრობა IDS Borjomi International-ის ხელმძღვანელობასთან აწარმოებს კომპანიის წილის ნაწილის სახელმწიფოსთვის გადაცემის თაობაზე.
კომპანიამ IDS Borjomi Georgia 19 მაისს მაკონტროლებელი კომპანია DS Borjomi International-ის სახელით გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ კომპანია მზადაა თავისი წილის ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს საქართველოს მთავრობას.
როგორც მოგვიანებით საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, IDS Borjomi Georgia-სთვის წილების ნაწილის გადაცემა არ იქნება მხოლოდ დროებითი მოვლენა და ახლა სამართლებრივი ნიუანსები წყდება.
ამასთან, დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ბორჯომის“ აქციების საქართველოს მთავრობისთვის გადაცემა არ ხდება რუსი ბიზნესმენებისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით.
2013 წლიდან IDS Borjomi Georgia-ს საკონტროლო პაკეტის 60% ეკუთვნის რუსულ კონსორციუმ „ალფა-ჯგუფს“ (Альфа-Групп), რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებული რუსი მეწარმეების სიაში მოხვდა.
საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International სამიდან ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა მინერალური წყლების ბაზარზე დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნებში.
კომპანია აწარმოებს ისეთ მინერალურ წყლებს, როგორიცაა „ბორჯომი“, „ლიკანი“, „ედელვაისი", „მორშინსკაია", „მირგოროდსკაია", „ტრუსკავეცკაია აკვა-ეკო“, „ტრუსკავეცკაია კრისტალნაია“, „წმინდა წყარო“ (Святой источник) და სხვ.