ერდოღანმა ფინეთისა და შვედეთის მიმართ პოზიციის შეცვლის პირობა დაასახელა

© AP Photo / Olivier Matthys
  - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2022
გამოწერა
თბილისი, 31 მაისი − Sputnik. თურქეთი არ შეიცვლის პოზიციას შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, თუ მათი მხრიდან აუცილებელი ნაბიჯები არ გადაიდგმება, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა The Economist-ის სტატიაში.

„თურქეთის წინააღმდეგობა შვედეთისა და ფინეთის [ნატოში] გაწევრიანებაზე ასევე მტკიცე ნაბიჯია ყველა წევრის სახელით, რომლებიც აქამდე იყვნენ ტერორიზმის სამიზნე. თურქეთს სურს, რომ ამ ქვეყნებმა მხარი დაუჭირონ კონტრტერორისტულ ოპერაციებს, რომლებსაც ნატოს წევრები განახორციელებენ. ტერორიზმი საფრთხეს წარმოადგენს ყველა წევრი სახელმწიფოსთვის, და კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა აღიარონ ეს ფაქტი ორგანიზაციაში გაწევრიანებამდე. თუ ისინი საჭირო ნაბიჯებს არ გადადგამენ, თურქეთი არ შეცვლის თავის პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით“, − განაცხადა ერდოღანმა.

ფინეთმა და შვედეთმა, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს ალიანსში გაწევრიანების განაცხადი 18 მაისს გადასცეს. თურქეთმა ამ განაცხადების განხილვის პროცესის დაწყება დაბლოკა. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარას არ შეუძლია თქვას „დიახ“ ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე, რადგან არ სჯერა მათი განცხადებებისა თურქეთში აკრძალულ ქურთისტანის მუშათა პარტიის წარმომადგენლებთან ურთიერთობის შესახებ.
წყარო : The Economist
ყველა ახალი ამბავი
0