მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

Bloomberg-მა დათვალა, რამდენ მილიარდს იზარალებს რუსეთი ნავთობის ემბარგოს გამო

© photo: Sputnik / Egor Eremov / გადასვლა მედიაბანკშინავთობსადენი „დრუჟბა“
ნავთობსადენი „დრუჟბა“ - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2022
გამოწერა
თბილისი, 31 მაისი − Sputnik. ევროკავშირის ნავთობის ემბარგოს გამო რუსეთი წელიწადში ჯამურად დაახლოებით 22 მილიარდ დოლარს დაკარგავს ნავთობის ექსპორტიდან, იუწყება Bloomberg.
გამოცემის ექსპერტების დათვლით, მილსადენ „დრუჟბის“ ჩრდილოეთ განშტოებით პოლონეთისა და გერმანიისთვის ნავთობის მიწოდების შეწყვეტა რუსეთის შემოსავალს 12 მილიარდი დოლარით შეამცირებს. გარდა ამისა, რუსეთი წელიწადში დაახლოებით 10 მილიარდ დოლარს დაკარგავს ევროპაში ნავთობის საზღვაო ექსპორტის აკრძალვის გამო.
ამასთან ერთად რუსეთი დამატებით ზარალზე გავა იმის გამო, რომ იძულებული იქნება, თავისი ნედლი ნავთობი ფასდაკლებით გაყიდოს აზიაში, სადაც ის უკვე ბარელზე დაახლოებით 34 დოლარად იყიდება, ანუ Brent-ის ფიუჩერსების ფასზე იაფად.
გამოცემა აგრეთვე აღნიშნავს, რომ რუსეთი შეძლებს შეინარჩუნოს დაახლოებით 6 მლრდ დოლარი წელიწადში, ვინაიდან უნგრეთში, სლოვაკეთსა და ჩეხეთში მილსადენ „დრუჟბის“ გავლით შეძლებს ნავთობის მიწოდებას.
30 მაისს ევროკავშირის ლიდერები რუსეთიდან ნავთობის იმპორტის ნაწილობრივ აკრძალვაზე შეთანხმდნენ. ემბარგოს ქვეშ დროებით არ მოექცა ნავთობის მილსადენებით მიწოდება. ევროკავშირმა ასეთი ნაბიჯი სლოვაკეთის, ჩეხეთის, უნგრეთის და სხვა ქვეყნების მოთხოვნის გამო გადადგა, რომელთა ეკონომიკაც დიდად არის დამოკიდებული რუსულ ენერგორესურსებზე.
წყარო: Bloomberg
ყველა ახალი ამბავი
0