https://sputnik-georgia.com/20220530/zaal-udumasvili-partias-tovebs-da-mediasi-brundeba-266988990.html
ზაალ უდუმაშვილი პარტიას ტოვებს და მედიაში ბრუნდება
ზაალ უდუმაშვილი პარტიას ტოვებს და მედიაში ბრუნდება
Sputnik საქართველო
უდუმაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს მისთვის საპარლამენტო მანდატის გაუქმების შესახებ განცხადება უკვე გაუგზავნა. 30.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-30T18:02+0400
2022-05-30T18:02+0400
2022-05-30T22:31+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0b/250313833_197:431:3072:2048_1920x0_80_0_0_d4bb963ff2e923ea37d35718a0812d23.jpg
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საქართველოს უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი პარტიას ტოვებს, იუწყება „პირველი არხი“.როგორც უდუმაშვილმა განაცხადა, ის „ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებს და ჟურნალისტიკას უბრუნდება. მან არ დაასახელა ტელეარხი, თუ სად იმუშავებს, თუმცა აღნიშნა, რომ ის ბრძოლის ხაზზე რჩება.უდუმაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს მისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების გაუქმების შესახებ განცხადება უკვე გაუგზავნა. პროცედურის მიხედვით, აპელაციის შემდეგ უდუმაშვილს უფლებამოსილება მომდევნო პლენარულ სხდომაზე შეუწყდება.გიორგი ვაშაძე: „ერთუჯრედიანები არ უნდა იყვნენ პარლამენტარები...“>>ზაალ უდუმაშვილის წასვლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში 29 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. დღეს პარლამენტში რეალურად 145 დეპუტატია, მათგან 84 მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენელია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0b/250313833_1012:503:3072:2048_1920x0_80_0_0_4b3234d34158a9ff682a8b0e746d3bf2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი
ზაალ უდუმაშვილი პარტიას ტოვებს და მედიაში ბრუნდება
18:02 30.05.2022 (განახლებულია: 22:31 30.05.2022) უდუმაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს მისთვის საპარლამენტო მანდატის გაუქმების შესახებ განცხადება უკვე გაუგზავნა.
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საქართველოს უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი პარტიას ტოვებს, იუწყება „პირველი არხი“.
როგორც უდუმაშვილმა განაცხადა, ის „ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებს და ჟურნალისტიკას უბრუნდება. მან არ დაასახელა ტელეარხი, თუ სად იმუშავებს, თუმცა აღნიშნა, რომ ის ბრძოლის ხაზზე რჩება.
„დღეს მთავარი ბრძოლის ხაზი მედიაზე გადის. ისე, როგორც არასდროს, დღეს თავისუფალ სიტყვას, დამოუკიდებელ მედიას საფრთხე ემუქრება. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, დავბრუნდე მასმედიაში. ბრძოლის ველიდან არ გავდივარ, ბრძოლის ხაზზე ვრჩები, თუმცა დისლოკაციის ადგილს ვიცვლი", – აღნიშნა უდუმაშვილმა.
უდუმაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს მისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების გაუქმების შესახებ განცხადება უკვე გაუგზავნა. პროცედურის მიხედვით, აპელაციის შემდეგ უდუმაშვილს უფლებამოსილება მომდევნო პლენარულ სხდომაზე შეუწყდება.
ზაალ უდუმაშვილის წასვლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში 29 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. დღეს პარლამენტში რეალურად 145 დეპუტატია, მათგან 84 მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენელია.