გიორგი ვაშაძე: „ერთუჯრედიანები არ უნდა იყვნენ პარლამენტარები...“

© photo: Sputnik / Stringerგიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2022
გამოწერა
ქართული საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ განაცხადა, რომ დეპუტატის მანდატზე უარს იტყვის.
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა გიორგი ვაშაძემ კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც მანდატის დათმობას აპირებენ.
ასეთი განცხადებები ოპოზიციის მხრიდან გაისმა გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელსა და გენდირექტორს ნიკა გვარამიას გამოუტანა. ის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ იქნა ცნობილი. გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

„ესენი არიან ჩაციკლული ერთი და იგივე იდიოტიზმზე. ვისაც უნდა, დაწეროს განცხადება. მე დავწერ მაშინ, როცა დავინახავ, რომ ამას ექნება შედეგი... ერთუჯრედიანები არ უნდა იყვნენ პარლამენტარები“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან ვაშაძემ აღნიშნა, რომ ეს საკითხი არ დაუყენებიათ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს.
„არსად არ ყოფილა ამაზე მსჯელობა, არც დღის წესრიგში დგას... ვისაც უნდა, დაწეროს განცხადება და დატოვოს! არ შეგვჭამეს ამ მეორეხარისხოვან საკითხებზე საუბრით?!“ – განაცხადა ვაშაძემ.
ამ დროისათვის მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 150-დან 84 მანდატი აქვს. ოპოზიციის წასვლა მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების შეტანის შესაძლებლობაზე აისახება, დანარჩენ საკითხებზე პარლამენტი გადაწყვეტილებას ადვილად მიიღებს, მაშინაც კი, თუ ოპოზიციის ყველა წევრი დათმობს მანდატს.
ოპოზიცია შემდგომ ნაბიჯებზე ფიქრობს: ელოდება თუ არა საქართველოს პროტესტის ახალი ტალღა >>
ამასთან, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, რაც მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გამსვლელი ბარიერის შემცირებას ეხება, ოპოზიციის, განსაკუთრებით კი მცირე პარტიების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.
კონსტიტუციის მოქმედი ვერსიის მიხედვით, 2024 წელს პარლამენტში ის პარტიები მოხვდებიან, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების მინიმუმ 5%-ს მოიპოვებენ. ოპოზიცია ამ ბარიერის 2%-მდე დაწევას მოითხოვს.
ყველა ახალი ამბავი
0