ხვალ პოლიციის დღეა - თბილისში ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

© Sputnik / STRINGERქართული პოლიციის დღე
ქართული პოლიციის დღე - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2022
გამოწერა
სატრანსპორტო შეზღუდვის გარდა, 31 მაისს საპოლიციო სერვისების მიღებაც შეიზღუდება.
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით კახეთის გზატკეცილზე 31 მაისის 10:30 საათიდან 12:00 საათამდე პერიოდში ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება წულუკიძის მოედნიდან ჩამომავალ მიტროფანე ლაღიძის ქუჩაზე.
ავტომანქანები იმოძრავებენ 17 შინდისელი გმირის ქუჩის გავლით, ჯავახეთს ქუჩის მიმართულებით.
ასევე კახეთის გზატკეცილზე ჯავახეთის ქუჩაზე ამომავალი პანდუსი დაიკეტება და ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს ჯავახეთის ქუჩაზე, მოსკოვის გამზირის მიმართულებით.
ქალაქის ცენტრის მიმართულებით მიმავალი ავტომობილების ნაკადისთვის ასევე შეიზღუდება მოძრაობა და გადაადგილება შესაძლებელი იქნება კახეთის გზატკეცილიდან ჯავახეთის ქუჩისკენ ჩამსვლელი პანდუსით.
გარდა ამისა, 31 მაისს შეიზღუდება საპოლიციო სერვისების მიღებაც.

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების თბილისის, მცხეთისა და რუსთავის სერვის-ცენტრები და სატელეფონო მომსახურების ცენტრი არ იმუშავებს. მოქალაქეები საპოლიციო სერვისების მიღებას შეძლებენ მიტროფანე ლაღიძის ქუჩაზე განთავსებული ექსპრეს ფილიალის საშუალებით 09:00 საათიდან 18:00 საათამდე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პოლიციის დღე ქვეყანაში 2010 წელს დაწესდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულებით. იმ პერიოდში დღესასწაული ყოველწლიურად აღინიშნებოდა 6 მაისს – გიორგობაზე, რაც არაერთგვაროვან რეაქციას იწვევდა საზოგადოებაში.
მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახდა, პოლიციის დღედ ჯერ 30 მაისი გამოცხადდა, შემდეგ – 2 ივნისი.
ბოლო წლებში პოლიციის დღე საქართველოში 31 მაისს აღინიშნება.
წყარო - შსს-ს პრეს-სამსახური
ყველა ახალი ამბავი
0