https://sputnik-georgia.com/20220530/wulukiani-gelatis-saxuravis-axal-proeqtze-musaoba-iwyeba-266989755.html
წულუკიანი: დღეიდან გელათის სახურავის ახალ პროექტზე იწყება მუშაობა
წულუკიანი: დღეიდან გელათის სახურავის ახალ პროექტზე იწყება მუშაობა
Sputnik საქართველო
დროებითი გადახურვის პროექტი UNESCO-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტების კვლევებისა და რეკომენდაციების შესაბამისად დაიგეგმა. 30.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-30T18:23+0400
2022-05-30T18:23+0400
2023-08-17T19:46+0400
კულტურა საქართველოში
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
იუნესკო
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23427/13/234271355_0:206:3872:2384_1920x0_80_0_0_f1b0afd755655094e0fb098028b6f518.jpg
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. კულტურის სამინისტრო დღეიდან გელათის სახურავის ახალ პროექტზე იწყებს მუშაობას. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა გელათის სამონასტრო კომპლექსში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, დასავლეთ მკლავის გადახურვა, ჭიქური კრამიტის გადახურვის ნაწილი უკვე მოხსნილია.პრესკონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა უგო ტონიეტიმ, სარა სტეფანინიმ, მარიო პულიერიმ და ალესანდრო მასარიმ. პრესკონფერენციაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ მიტროპოლიტი დავით ალავერდელი, საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების ცენტრის თავმჯდომარე და ქუთაის-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე.კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, დასავლეთ მკლავის ახალი დამცავი, დროებითი გადახურვის პროექტი UNESCO-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტების კვლევებისა და რეკომენდაციების შესაბამისად დაიგეგმა და სამუშაოებიც მათი ზედამხედველობით განხორციელდება.ცნობილი კლიმატოლოგი ალესანდრო მასარისა და მსოფლიო დონის არქიტექტორ-რესტავრატორის, პროფესორ უგო ტონიეტის მიერ 2022 წლის 27 იანვარს გაიცა რეკომენდაცია, რომელიც კედლის მხატვრობას საფრთხეს აარიდებს.კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ მიმდინარე წლის 25 მარტს შეათანხმა ლითონის ახალი დროებითი გადახურვის პროექტი, რომელიც პროფესორ უგო ტონიეტის პირადი ზედამხედველობით შეიქმნა. დღეს დაიწყება მოსამზადებელი სამუშაოები, ხოლო უშუალოდ დროებითი გადახურვის მოწყობას თავად უგო ტონიეტი ადგილზე უხელმძღვანელებს, რომელიც საგანგებოდ ამ მიზნით ჩამოვიდა საქართველოში.სამინისტროს განცხადებით, ტაძრის რეაბილიტაციის პროექტი შემუშავდა 2008 წელს. როგორც პროექტი, ასევე მისი განხორციელების პროცესი სერიოზული ხარვეზებით გამოირჩეოდა და ტაძარში წყლის ჩასვლის პრევენცია მხოლოდ 2020 წლის დასასრულისთვის მოხერხდა.გელათის სამონასტრო კომპლექსის წინაშე მდგარი გამოწვევების აღმოსაფხვრელად 2021 წლის ზაფხულიდან დღემდე საქართველოში UNESCO-ს ექსპერტთა რამდენიმე მისია განხორციელდა.2020 წლის მარტში გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარი ტაძრის კრამიტის გადახურვაში წყალი ჩავიდა. დაზიანებისგან ძეგლის დასაცავად კრამიტის სახურავი დროებით თუნუქით გადახურეს.გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, რომელიც 1994 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.
https://sputnik-georgia.com/20220513/gelatsi-axali-droebiti-gadaxurva-moewyoba-266618801.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23427/13/234271355_210:0:3662:2589_1920x0_80_0_0_11467e44bf796de1db4815088880dcf6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, იუნესკო , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
კულტურა საქართველოში, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, იუნესკო , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
წულუკიანი: დღეიდან გელათის სახურავის ახალ პროექტზე იწყება მუშაობა
18:23 30.05.2022 (განახლებულია: 19:46 17.08.2023) დროებითი გადახურვის პროექტი UNESCO-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტების კვლევებისა და რეკომენდაციების შესაბამისად დაიგეგმა.
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. კულტურის სამინისტრო დღეიდან გელათის სახურავის ახალ პროექტზე იწყებს მუშაობას. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა გელათის სამონასტრო კომპლექსში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, დასავლეთ მკლავის გადახურვა, ჭიქური კრამიტის გადახურვის ნაწილი უკვე მოხსნილია.
„შესაბამისად, ნესტის აორთქლების პროცესი დაწყებულია. ნესტის სრულად აორთქლებასა და გამოშრობას დრო დასჭირდება – დღეიდან შემოდგომამდე პერიოდი. სახურავის გახსნის წყალობით ვნახეთ, რა ხარვეზებია ადგილზე. გრძელდება 24-საათიანი მონიტორინგი. ასევე დღეიდან ვიწყებთ მუშაობას გელათის სახურავის ახალ პროექტზე", – განაცხადა მინისტრმა.
პრესკონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა უგო ტონიეტიმ, სარა სტეფანინიმ, მარიო პულიერიმ და ალესანდრო მასარიმ. პრესკონფერენციაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ მიტროპოლიტი დავით ალავერდელი, საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების ცენტრის თავმჯდომარე და ქუთაის-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, დასავლეთ მკლავის ახალი დამცავი, დროებითი გადახურვის პროექტი UNESCO-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტების კვლევებისა და რეკომენდაციების შესაბამისად დაიგეგმა და სამუშაოებიც მათი ზედამხედველობით განხორციელდება.
ცნობილი კლიმატოლოგი ალესანდრო მასარისა და მსოფლიო დონის არქიტექტორ-რესტავრატორის, პროფესორ უგო ტონიეტის მიერ 2022 წლის 27 იანვარს გაიცა რეკომენდაცია, რომელიც კედლის მხატვრობას საფრთხეს აარიდებს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ მიმდინარე წლის 25 მარტს შეათანხმა ლითონის ახალი დროებითი გადახურვის პროექტი, რომელიც პროფესორ უგო ტონიეტის პირადი ზედამხედველობით შეიქმნა. დღეს დაიწყება მოსამზადებელი სამუშაოები, ხოლო უშუალოდ დროებითი გადახურვის მოწყობას თავად უგო ტონიეტი ადგილზე უხელმძღვანელებს, რომელიც საგანგებოდ ამ მიზნით ჩამოვიდა საქართველოში.
სამინისტროს განცხადებით, ტაძრის რეაბილიტაციის პროექტი შემუშავდა 2008 წელს. როგორც პროექტი, ასევე მისი განხორციელების პროცესი სერიოზული ხარვეზებით გამოირჩეოდა და ტაძარში წყლის ჩასვლის პრევენცია მხოლოდ 2020 წლის დასასრულისთვის მოხერხდა.
გელათის სამონასტრო კომპლექსის წინაშე მდგარი გამოწვევების აღმოსაფხვრელად 2021 წლის ზაფხულიდან დღემდე საქართველოში UNESCO-ს ექსპერტთა რამდენიმე მისია განხორციელდა.
2020 წლის მარტში გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარი ტაძრის კრამიტის გადახურვაში წყალი ჩავიდა. დაზიანებისგან ძეგლის დასაცავად კრამიტის სახურავი დროებით თუნუქით გადახურეს.
გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, რომელიც 1994 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.