https://sputnik-georgia.com/20220513/gelatsi-axali-droebiti-gadaxurva-moewyoba-266618801.html
გელათს დროებით გადახურავენ
გელათს დროებით გადახურავენ
Sputnik საქართველო
დროებითი გადახურვის პროექტი UNESCO-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტების კვლევებისა და რეკომენდაციების შესაბამისად დაიგეგმა. 13.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-13T13:14+0400
2022-05-13T13:14+0400
2022-05-13T21:05+0400
იუნესკო
ახალი ამბები
კულტურა საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24883/64/248836494_0:103:1100:722_1920x0_80_0_0_1b2de44fe3c59338d45771beb0b4e300.jpg
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის შობის ტაძრის დასავლეთ მკლავსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის აღმოსაფხვრელად სამუშაოები დღეს დაიწყება, ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.სამინისტროს ცნობით, ტაძრის სახურავის ამ არეალში 2020 წელს მოწყობილი დამცავი დროებითი ლითონის საფარისა და 2008 წლის პროექტის მიხედვით ხარვეზებით დაგებული მოჭიქული კრამიტის სახურავის მოხსნა და ახალი დროებით გადახურვის მოწყობა იგეგმება, სამუშაოები კი ივნისის დასაწყისში დასრულდება.უწყების ინფორმაციით, დასავლეთ მკლავის ახალი დამცავი, დროებითი გადახურვის პროექტი UNESCO-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტების კვლევებისა და რეკომენდაციების შესაბამისად დაიგეგმა და სამუშაოებიც მათი ზედამხედველობით განხორციელდება.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ცნობილ კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და მსოფლიო დონის არქიტექტორ-რესტავრატორის, პროფესორ უგო ტონიეტის მიერ 2022 წლის 27 იანვარს გაიცა რეკომენდაცია, რომელიც კედლის მხატვრობას საფრთხეს აარიდებს.კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ მიმდინარე წლის 25 მარტს შეათანხმა ლითონის ახალი დროებითი გადახურვის პროექტი, რომელიც პროფესორ უგო ტონიეტის პირადი ზედამხედველობით შეიქმნა. დღეს დაიწყება მოსამზადებელი სამუშაოები, ხოლო უშუალოდ დროებითი გადახურვის მოწყობას თავად უგო ტონიეტი ადგილზე უხელმძღვანელებს, რომელიც საგანგებოდ ამ მიზნით ჩამოდის საქართველოში.UNESCO კმაყოფილია გელათის რესტავრაციით>>სამინისტროს განცხადებით, ტაძრის რეაბილიტაციის პროექტი შემუშავდა 2008 წელს. როგორც პროექტი, ასევე მისი განხორციელების პროცესი სერიოზული ხარვეზებით გამოირჩეოდა და ტაძარში წყლის ჩასვლის პრევენცია მხოლოდ 2020 წლის დასასრულისთვის მოხერხდა. გელათის სამონასტრო კომპლექსის წინაშე მდგარი გამოწვევების აღმოსაფხვრელად 2021 წლის ზაფხულიდან დღემდე საქართველოში UNESCO-ს ექსპერტთა რამდენიმე მისია განხორციელდა.2020 წლის მარტში გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარი ტაძრის კრამიტის გადახურვაში წყალი ჩავიდა. დაზიანებისგან ძეგლის დასაცავად კრამიტის სახურავი დროებით თუნუქით გადახურეს. დროებითი გადახურვა დარჩება მანამ, სანამ ქვედა რეგისტრების დაზიანებული კრამიტი არ შეიცვლება ახლით, რომლის ხარისხი უნდა დაამოწმოს ლაბორატორიულმა კვლევებმა და ექსპერტების დასკვნებმა.გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, რომელიც 1994 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.
https://sputnik-georgia.com/20211119/ucnobi-gelati-saintereso-faqtebi-tazris-istoriidan-262228636.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24883/64/248836494_0:0:1100:825_1920x0_80_0_0_cda70f4a1b6a4463f3336946a3329f3d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
იუნესკო , ახალი ამბები, კულტურა საქართველოში, საქართველო
იუნესკო , ახალი ამბები, კულტურა საქართველოში, საქართველო
გელათს დროებით გადახურავენ
13:14 13.05.2022 (განახლებულია: 21:05 13.05.2022) დროებითი გადახურვის პროექტი UNESCO-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტების კვლევებისა და რეკომენდაციების შესაბამისად დაიგეგმა.
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის შობის ტაძრის დასავლეთ მკლავსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის აღმოსაფხვრელად სამუშაოები დღეს დაიწყება, ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამინისტროს ცნობით, ტაძრის სახურავის ამ არეალში 2020 წელს მოწყობილი დამცავი დროებითი ლითონის საფარისა და 2008 წლის პროექტის მიხედვით ხარვეზებით დაგებული მოჭიქული კრამიტის სახურავის მოხსნა და ახალი დროებით გადახურვის მოწყობა იგეგმება, სამუშაოები კი ივნისის დასაწყისში დასრულდება.
უწყების ინფორმაციით, დასავლეთ მკლავის ახალი დამცავი, დროებითი გადახურვის პროექტი UNESCO-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტების კვლევებისა და რეკომენდაციების შესაბამისად დაიგეგმა და სამუშაოებიც მათი ზედამხედველობით განხორციელდება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ცნობილ კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და მსოფლიო დონის არქიტექტორ-რესტავრატორის, პროფესორ უგო ტონიეტის მიერ 2022 წლის 27 იანვარს გაიცა რეკომენდაცია, რომელიც კედლის მხატვრობას საფრთხეს აარიდებს.
„აუცილებელია ზაფხულში გელათის ძირითადი ტაძრის დასავლეთ მკლავზე ხარვეზიანი კრამიტის საფარის მოხსნა კედლებსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის ზემოდან ასაორქთლებლად, ვინაიდან დღეისათვის აორთქლება მხოლოდ ტაძრის შიგნიდან მიმდინარეობს, რაც აფერხებს ტაძრის დასავლეთ მკლავში შრობის პროცესს და ამით საფრთხეს უქმნის კედლის მხატვრობას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ მიმდინარე წლის 25 მარტს შეათანხმა ლითონის ახალი დროებითი გადახურვის პროექტი, რომელიც პროფესორ უგო ტონიეტის პირადი ზედამხედველობით შეიქმნა. დღეს დაიწყება მოსამზადებელი სამუშაოები, ხოლო უშუალოდ დროებითი გადახურვის მოწყობას თავად უგო ტონიეტი ადგილზე უხელმძღვანელებს, რომელიც საგანგებოდ ამ მიზნით ჩამოდის საქართველოში.
სამინისტროს განცხადებით, ტაძრის რეაბილიტაციის პროექტი შემუშავდა 2008 წელს. როგორც პროექტი, ასევე მისი განხორციელების პროცესი სერიოზული ხარვეზებით გამოირჩეოდა და ტაძარში წყლის ჩასვლის პრევენცია მხოლოდ 2020 წლის დასასრულისთვის მოხერხდა.
გელათის სამონასტრო კომპლექსის წინაშე მდგარი გამოწვევების აღმოსაფხვრელად 2021 წლის ზაფხულიდან დღემდე საქართველოში UNESCO-ს ექსპერტთა რამდენიმე მისია განხორციელდა.
2020 წლის მარტში გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარი ტაძრის კრამიტის გადახურვაში წყალი ჩავიდა. დაზიანებისგან ძეგლის დასაცავად კრამიტის სახურავი დროებით თუნუქით გადახურეს. დროებითი გადახურვა დარჩება მანამ, სანამ ქვედა რეგისტრების დაზიანებული კრამიტი არ შეიცვლება ახლით, რომლის ხარისხი უნდა დაამოწმოს ლაბორატორიულმა კვლევებმა და ექსპერტების დასკვნებმა.
გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, რომელიც 1994 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.