ზელენსკი თანახმაა ერდოღანთან და პუტინთან სატელეფონო მოლაპარაკებებზე

© photo: Sputnik / Alexey Nikolsky / გადასვლა მედიაბანკშივოლოდიმირ ზელენსკი, ემანუელ მაკრონი და ვლადიმირ პუტინი, საფრანგეთი
ვოლოდიმირ ზელენსკი, ემანუელ მაკრონი და ვლადიმირ პუტინი, საფრანგეთი - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2022
გამოწერა
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. უკრაინული მხარე მზადაა განიხილოს უკრაინის, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების — ვოლოდიმირ ზელენსკის, ვლადიმირ პუტინისა და რეჯეფ ერდოღანის ერთობლივი სატელეფონო მოლაპარაკებების საკითხი, თუ რუსეთის პრეზიდენტი დათანხმდება ამგვარ სამმხრივ ფორმატს.
ამის შესახებ უკრაინის ლიდერის პრეს-მდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა.
რეჯეფ ერდოღანმა გუშინ დააანონსა სატელეფონო საუბრები რუსეთისა და უკრაინის ლიდერებთან. მისი თქმით, საუბარი დღეს, 30 მაისს უნდა გაიმართოს.

„რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს, ვერ გეტყვით. ეს შეთანხმება თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შედგა. რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის აპარატის პოზიციას, თუ რუსეთის პრეზიდენტი თანახმა იქნება, ჩვენც განვიხილავთ მსგავს წინადადებას“, — განმარტა ნიკიფოროვმა.

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკებები ორმხრივ ფორმატში, ზელენსკის მონაწილეობის გარეშე გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0