მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროკავშირი რუსულ მილსადენის ნავთობზე ემბარგოს დროებით არ დააწესებს

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2022
გამოწერა
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. ევროკავშირის სამიტის საბოლოო განცხადების პროექტი შეიცავს დებულებას, რომლის თანახმადაც ევროპული ქვეყნები დროებით უარს ამბობენ რუსულ მილსადენის ნავთობზე ემბარგოს დაწესებაზე, იუწყება Reuters-ი.

„ევროპული საბჭო თანხმდება, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი გავრცელდება როგორც ნედლ ნავთობზე, ისე რუსეთიდან ევროკავშირის ქვეყნებში გატანილ ნავთობპროდუქტებზე — გარდა მილსადენით გადაზიდული ნედლი ნავთობის დროებითი გამონაკლისისა“, — ციტირებს განცხადების ბოლო პროექტს Reuters-ი.

განცხადებაში აღინიშნება, რომ ასეთი გადაწყვეტილება ენერგეტიკულ ბაზარზე ევროპული ქვეყნებისთვის „პატიოსანი კონკურენციისა“ და „თანაბარი პირობების“ უზრუნველსაყოფად მიიღება.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები სანქციების პაკეტის ყველა დეტალზე საბოლოოდ მოგვიანებით შეთანხმდებიან.
მანამდე Bloomberg-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკომისიამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რუსეთიდან მილსადენის ნავთობის მიწოდებაზე ემბარგოს გადადების შესახებ წინადადება გაუგზავნა. როგორც პუბლიკაციაში იყო განმარტებული, ევროკავშირმა ასეთი ნაბიჯი სლოვაკეთის, ჩეხეთის, უნგრეთის და სხვა ქვეყნების მოთხოვნების გამო გადადგა, რომელთა ეკონომიკაც დიდად არის დამოკიდებული რუსულ ენერგორესურსებზე.
წყარო: Reuters
ყველა ახალი ამბავი
0