https://sputnik-georgia.com/20220529/zaal-udumasvilma-ertiani-nacionaluri-mozraoba-datova-266969016.html
ზაალ უდუმაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა
ზაალ უდუმაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა
Sputnik საქართველო
პოლიტიკოსის თქმით, დღეს მთავარი ბრძოლის ხაზი მედიაზე გადის
2022-05-29T21:41+0400
2022-05-29T21:41+0400
2022-05-29T21:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/08/262696069_0:36:2400:1386_1920x0_80_0_0_23b009bc54e3c43c7816006568b2d96a.jpg
თბილისი, 29 მაისი – Sputnik. საქართველოს უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ ენმ-ის რიგებს ტოვებს და ჟურნალისტიკას უბრუნდება.ამასთან მას არ დაუსახელებია ტელეარხი, სადაც ის მუშაობას აპირებს.„ბრძოლის ველიდან არ გავდივარ, ბრძოლის ხაზზე ვრჩები, თუმცა დისლოკაციის ადგილს ვიცვლი“, - განაცხადა უდუმაშვილმა.როგორც ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიამ აღნიშნა, უდუმაშვილი პარტიას ძალიან რთულ დროს შეუერთდა და არჩევნებზე დაეხმარა.„რომ არა ზალიკო უდუმაშვილის გადაწყვეტილება, რომ შემოგვიერთდა ბრძოლის ველზე, გამიჭირდება იმის თქმა, რომ ჩვენ 2017 წელს შევძლებდით არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ვფიქრობ, ერთად ურთულესი 5 წელიწადი გავიარეთ“, - განაცხადა მელიამ.მელიას თქმით, ის და უდუმაშვილი ბრძოლის სხვადასხვა ველზე იქნებიან, მაგრამ მიზანი ერთი ექნებათ.პოლიტიკაში წასვლამდე ზაალ უდუმაშვილი იყო ცნობილი ტელეჟურნალისტი და წამყვანი იმ დროს ოპოზიციურ ტელეარხ „რუსთავი2“-ზე. მან პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება 2017 წელს მიიღო. უდუმაშვილი თბილისის მერის არჩევნებში მოქმედ მერთან, კახა კალაძესთან დამარცხდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/08/262696069_138:0:2271:1600_1920x0_80_0_0_f670da315ea4c3d551600d1d7c2788e7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ზაალ უდუმაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვება
ზაალ უდუმაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვება
ზაალ უდუმაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა
21:41 29.05.2022 (განახლებულია: 21:43 29.05.2022) პოლიტიკოსის თქმით, დღეს მთავარი ბრძოლის ხაზი მედიაზე გადის
თბილისი, 29 მაისი – Sputnik. საქართველოს უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ ენმ-ის რიგებს ტოვებს და ჟურნალისტიკას უბრუნდება.
„ეს იყო მართლაც უდიდესი გამოცდილება ჩემს ცხოვრებაში და დიდი პატივი, რომ ბრძოლის წინა ხაზზე ვყოფილიყავი და გამევლო ყველა ის სირთულე, რომელიც ამ პარტიამ მთელი ამ წლების განმავლობაში გაიარა... ვფიქრობ, დღეს მთავარი ბრძოლის ხაზი მედიაზე გადის. ისევე, როგორც არასდროს, დღეს თავისუფალ სიტყვას, დამოუკიდებელ მედიას საფრთხე ემუქრება“, - განაცხადა უდუმაშვილმა ბრიფინგზე.
ამასთან მას არ დაუსახელებია ტელეარხი, სადაც ის მუშაობას აპირებს.
„ბრძოლის ველიდან არ გავდივარ, ბრძოლის ხაზზე ვრჩები, თუმცა დისლოკაციის ადგილს ვიცვლი“, - განაცხადა უდუმაშვილმა.
როგორც ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიამ აღნიშნა, უდუმაშვილი პარტიას ძალიან რთულ დროს შეუერთდა და არჩევნებზე დაეხმარა.
„რომ არა ზალიკო უდუმაშვილის გადაწყვეტილება, რომ შემოგვიერთდა ბრძოლის ველზე, გამიჭირდება იმის თქმა, რომ ჩვენ 2017 წელს შევძლებდით არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ვფიქრობ, ერთად ურთულესი 5 წელიწადი გავიარეთ“, - განაცხადა მელიამ.
მელიას თქმით, ის და უდუმაშვილი ბრძოლის სხვადასხვა ველზე იქნებიან, მაგრამ მიზანი ერთი ექნებათ.
პოლიტიკაში წასვლამდე ზაალ უდუმაშვილი იყო ცნობილი ტელეჟურნალისტი და წამყვანი იმ დროს ოპოზიციურ ტელეარხ „რუსთავი2“-ზე. მან პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება 2017 წელს მიიღო. უდუმაშვილი თბილისის მერის არჩევნებში მოქმედ მერთან, კახა კალაძესთან დამარცხდა.