ROKVA 2022: რაჭის მთებში მუსიკალური ფესტივალი გაიმართება

© photo: Sputnik / Evgeny Byatov / გადასვლა მედიაბანკშიმე-16 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი Koktebel Jazz Party.
მე-16 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი Koktebel Jazz Party.  - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2022
გამოწერა
სამი დღის განმავლობაში მაყურებლების წინაშე 50-მდე ქართველი და უცხოელი შემსრულებელი წარდგება
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. რაჭის კურორტ შოვში 29-31 ივლისს ქართველი და უცხოელი არტისტების მონაწილეობით მუსიკალური ფესტივალი ROKVA 2022 გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.
სამი დღის განმავლობაში კონცერტები სამ სხვადასხვა მოედანზე გაიმართება, მაყურებლების წინაშე 50-მდე შემსრულებელი წარდგება.
ფესტივალზე ელოდებიან Mellow, Bedford Falls, 4D Monster Lobsters და სხვა ქართულ ჯგუფებს, ასევე დი-ჯეის საბერძნეთიდან Stef Mendesidis, კანადელ მომღერალს მიშელ გურევიჩს, ბრიტანელ მუსიკოსს ბენჯამინ კლემენტინს და ბევრ სხვა არტისტს.
ორგანიზატორების თქმით, კონცერტზე დასწრება შეუძლიათ 15 წლამდე ბავშვებსაც, მაგრამ მშობლების თანხლებით.
ბილეთები უკვე გაყიდვაშია.
ყველა ახალი ამბავი
0