მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ერდოღანი ორშაბათს პუტინსა და ზელენსკის ტელეფონით გაესაუბრება

© photo: Sputnik / POOL / გადასვლა მედიაბანკშითურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2022
გამოწერა
კრემლში დაადასტურეს, რომ ვლადიმირ პუტინი ორშაბათს გეგმავს სატელეფონო საუბარს თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან
თბილისი, 29 მაისი – Sputnik. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი ორშაბათს გამართავს სატელეფონო მოლაპარაკებებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკისთან.

„ორშაბათს მექნება სატელეფონო ზარები როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის პრეზიდენტებთან. ჩვენ მომავალშიც მოვუწოდებთ მხარეებს, გამოიყენონ დიალოგისა და დიპლომატიის არხები", - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა РИА Новости-ს დაუდასტურა, რომ ვლადიმირ პუტინი ორშაბათს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანს ტელეფონით გაესაუბრება.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტ პუტინის თქმით, ეს არის „სპეცოპერაცია უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციისთვის“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ეკონომიკური სანქციები დააწესეს. 24 თებერვლიდან დღემდე უკვე მიღებულია სანქციების ხუთი პაკეტი.
რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებები 28 თებერვლიდან მიმდინარეობს, მოსკოვის დელეგაციას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი ხელმძღვანელობს. რამდენიმე შეხვედრა ბელარუსში გაიმართა, შემდგომში მხარეების დიალოგი ვიდეოკავშირით გაგრძელდა. 29 მარტს სტამბოლში პირისპირ მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი გაიმართა.
რუსეთის პრეზიდენტმა 12 აპრილს განუცხადა ჟურნალისტებს, რომ კიევმა გადაუხვია თურქეთში მიღწეულ შეთანხმებებს და ეს პროცესი ჩიხში მოაქცია.
დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვმა გადასცა კიევს შეთანხმებების დოკუმენტის პროექტი მკაფიო ფორმულირებებით და პასუხს ელოდება.
ყველა ახალი ამბავი
0