მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

დასახელდა კანის კინოფესტივალის ლაურეატები

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიკანის 72-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნა
კანის 72-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნა - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2022
გამოწერა
შვედ რეჟისორს „ოქროს პალმის რტო“ პირველად არ გადაეცა - 2017 წელს გაიმარჯვა მისმა სხვა ფილმმა - „კვადრატმა“
თბილისი, 29 მაისი – Sputnik. შვედი რეჟისორის რუბენ ესტლუნდის ფილმმა „სევდის სამკუთხედი" კანის 75-ე კინოფესტივალის მთავარი პრიზი - „ოქროს პალმის რტო“ მოიპოვა.
მეორე, ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო - გრან-პრი - ბელგიელი რეჟისორის, ლუკას დონტის ფილმს „ახლოს“ და ფრანგი რეჟისორის, კლერ დენის ფილმს „ვარსკვლავები შუადღეს“ გადაეცა.
საუკეთესო რეჟისორის ჯილდო სამხრეთ კორეელმა რეჟისორმა პარკ ჩან ვუკმა (Park Chan-wook) მიიღო ფილმისთვის „დაშორების გადაწყვეტილება“ (Decision to Leave).
ტომ კრუზს კანის ფესტივალზე ოქროს პალმის რტო გადაეცა >>
ქალის საუკეთესო როლისთვის მთავარი პრიზი მიიღო ირანელმა მსახიობმა ზაჰრა ამირ ებრაჰიმიმ, რომელმაც ითამაშა ფილმში „წმინდა ობობა“.
მამაკაცის საუკეთესო როლისთვის მთავარი პრიზი ერგო სამხრეთ კორეელ მსახიობ სონგ კანგ-ჰოს (ფილმი „ბროკერი“).
ყველა ახალი ამბავი
0