მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ტომ კრუზს კანის ფესტივალზე ოქროს პალმის რტო გადაეცა

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიტომ კრუზი
ტომ კრუზი - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2022
გამოწერა
ტომ კრუზმა კანის კინოფესტივალში მონაწილეობა ბოლოს 30 წლის წინ მიიღო.
თბილისი, 19 მაისი – Sputnik. ცნობილ ამერიკელ კინომსახიობსა და რეჟისორს ტომ კრუზს კანის კინოფესტივალზე საპატიო „ოქროს პალმის რტო“ გადაეცა, ნათქვამია კინოფესტივალის Twitter-აკაუნტზე.
მსახიობმა პრესტიჟული ჯილდო მიიღო ჯოზეფ კოსინსკის ფილმის Top Gun: Maverick ჩვენების წინ, რომელიც 1986 წლის ფილმ Top Gun-ის („საუკეთესო მსროლელი“) სიკველია.
ამ ფილმში 59 წლის კრუზი თამაშობს ლეიტენანტ პიტ მიტჩელის, ასი პილოტის როლს. მოვლენები ვითარდება ორიგინალი ფილმის მოვლენების დასრულებიდან 36 წლის შემდეგ. მაგრამ ახლა კრუზის გმირი ინსტრუქტორად მუშაობს და ახალგაზრდებს ფრენას ასწავლის. ერთ-ერთი მოწაფე მისი გარდაცვლილი მეგობრის შვილია.
აღსანიშნავია, რომ ტომ კრუზმა კანის კინოფესტივალში მონაწილეობა ბოლოს 30 წლის წინ მიიღო.
კანის ისტორიაში სხვადასხვა წლებში საპატიო „ოქროს პალმის რტო" კინემატოგრაფიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვილისთვის მიღებული აქვთ ისეთ ლეგენდარულ არტისტებს, როგორებიც არიან ჯოდი ფოსტერი, ჟანა მორო, ჯეინ ფონდა, ჟან-პოლ ბელმონდო, ბერნარდო ბერტოლუჩი, ალენ დელონი და სხვები.
ტომ კრუზმა პოპულარობა მოიპოვა ისეთი ფილმებით, როგორიცაა „წვიმის კაცი“, „საუკეთესო მსროლელი“, „ინტერვიუ ვამპირთან“, ფრანშიზით „შეუსრულებელი მისია“. კრუზი არის „ოქროს გლობუსის“ სამგზის მფლობელი და „ოსკარის“ სამგზის ნომინანტი.
ყველა ახალი ამბავი
0