საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის დონე შემცირდა: „საქსტატი“

© Sputnik / Alexander Imedashviliმათხოვრები ჯვრის მონასტერთან მოწყალებას ითხოვენ
მათხოვრები ჯვრის მონასტერთან მოწყალებას ითხოვენ  - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2022
გამოწერა
საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის დონე 2020 წლიდან 3,8%-ით შემცირდა. იმ მომენტისთვის ეს მაჩვენებელი 21,3%-ს შეადგენდა
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველოში გასულ წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ქვეყნის მოსახლეობის 17,5% ცხოვრობდა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
უწყების მონაცემებით, აბსოლუტური სიღარიბის დონე საქართველოში, ანუ იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც არსებობის მინიმალურ საშუალებებზე არ მიუწვდებათ ხელი, 2020 წლიდან 3,8%-ით შემცირდა. იმ მომენტისთვის ეს მაჩვენებელი 21,3%-ს შეადგენდა.
„საქსტატის“ მონაცემებით, სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს ქალაქების მოსახლეობის 15% და სოფლების მოსახლეობის 21,3 პროცენტი. ერთი წლის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი ქალაქად 2,1%-ით შემცირდა, სოფლად - 6,3%-ით.
უმუშევრობა საქართველოში კვლავ იზრდება - სტატისტიკის ახალი მონაცემები >>
2021 წელს, წინა წელთან შედარებით, ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა მთლიანი შემოსავლების მიხედვით არ შეცვლილა და 0,37-ის ნიშნულზეა.
ჯინის კოეფიციენტი წარმოადგენს ცალკეულ პირთა ან საოჯახო მეურნეობების შემოსავლების ფაქტობრივი განაწილების გაფანტულობის საზომს. ჯინის ინდექსი ზომავს უთანაბრობას მონაცემთა განაწილებაში. ინდექსის მნიშვნელობა 0 უთითებს, რომ უთანაბრობა არ არსებობს (აბსოლუტური თანასწორობა), ხოლო 1 უთითებს, რომ უთანაბრობა მაქსიმალურია (აბსოლუტური უთანაბრობა).
ასევე არ შეცვლილა ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა მთლიანი ფულადი სახსრების მიხედვით და 0,39-ს შეადგენს. ჯინის კოეფიციენტი შემცირებულია მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით - 0,36-დან - 0,34-მდე, ხოლო მთლიანი ფულადი სახსრების მიხედვით უცვლელია და შეადგენს 0,42-ს.
2021 წელს მედიანური მოხმარების 60 პროცენტის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 0,8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18,9 პროცენტი შეადგინა, ხოლო მედიანური მოხმარების 40 პროცენტის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 0,4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 7,4 პროცენტი შეადგინა.
წყარო - საქსტატი
ყველა ახალი ამბავი
0