უმუშევრობა საქართველოში კვლავ იზრდება - სტატისტიკის ახალი მონაცემები

© photo: Sputnikმამაკაცები
მამაკაცები - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2022
გამოწერა
საქართველოს შრომისუნარიანი, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მაჩვენებელმა 2022 წლის პირველ კვარტალში 49,9% შეადგინა.
თბილისი, 24 მაისი – Sputnik. უმუშევრობის დონემ საქართველოში 2022 წლის პირველ კვარტალში 19,4% შეადგინა, რაც 0,4 პროცენტული პუნქტით მეტია გასული წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, აღნიშნულია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
2021 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობის დონემ შეადგინა 19%, მესამე კვარტალში – 19,5%, მეორე კვარტალში – 22,1%.
უმუშევრობა ციფრებში
უმუშევრობის დონე საქართველოში 2022 წლის პირველ კვარტალში 2,5 პროცენტული პუნქტით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც ის 21,9%-ს შეადგენდა.
საქართველოში უმუშევრობის დონე გამოითვლება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობის თანაფარდობის საფუძველზე.
„საქსტატის“ მონაცემებით, უმუშევრობის დონე სოფლის ტიპის დასახლებებში ბევრად დაბალია ქალაქის დასახლებებთან შედარებით – 2022 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ქალაქებში უმუშევრობა 3,1%-ით შემცირდა, ხოლო სოფლებში – 1,5%-ით და, შესაბამისად, 20,5% და 17,8% შეადგინა.
უმუშევრობის დონე, ტრადიციულად, უფრო მაღალია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში – 2022 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი მამაკაცებს შორის 2,7%-ით შემცირდა და 21,4% შეადგინა, ხოლო ქალებს შორის 2,2%-ით და 16,8% შეადგინა.
მოსახლეობის აქტიურობა
„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოს შრომისუნარიანი, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მაჩვენებელმა 2022 წლის პირველ კვარტალში 49,9% შეადგინა – 1,6%-ით მეტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ეკონომიკურად აქტიურად მიიჩნევა 15 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქე, რომელიც მუშაობს ან ეძებს სამუშაოს. პირი უმუშევრად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ გამოკითხვამდე შვიდი დღის განმავლობაში არ შეუსრულებია სამუშაო ანაზღაურების მიღების მიზნით, ბოლო ოთხი კვირა ეძებდა სამუშაოს და მზადაა უახლოეს ორ კვირაში დაიწყოს მუშაობა.
„აქტიურობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია ქალაქის ტიპის დასახლებაში 0,8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 3,1 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე ქვეყნის მასშტაბით გაზრდილია 2,7 პროცენტული პუნქტით და 40,2%-ს შეადგენს“, – აღნიშნულია „საქსტატის“ მასალებში.
მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში დაქირავებულთა წილმა დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68,1% შეადგინა, რაც 1,2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
აქტიურობის დონე, ქალებთან შედარებით, მაღალია მამაკაცებში. 2022 წლის I კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 16,8%-ს, ხოლო კაცებში 21,4%-ს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით აქტიურობის დონე ქალებში შემცირებულია 2,2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 2,7 პროცენტული პუნქტით.
ყველა ახალი ამბავი
0