დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 28 მაისი

© Pixabay / Peggy_Marcoსაჰაერო ბურთები ცაში
საჰაერო ბურთები ცაში - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 28 მაისია, შაბათი. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
სიურპრიზებით სავსე დღეა. ეცადეთ, არ დაიბნეთ, რადგან ყველა სიურპრიზი სასიამოვნო არ იქნება. ამ დღის მთავარი მახასიათებელია ის, რომ მას ვერ დაგეგმავთ. ვარსკვლავები მოგცემენ იმპულსს, დინებას მიჰყვეთ; ამავდროულად, ეს დინება ყველაზე მოულოდნელ ადგილებში გაგრიყავთ: მგზავრობა, ჩხუბი, ნაცნობობა – გამორიცხული არაფერია.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 მაისი>>
ვერძი: ფინანსური საქმეები დაიძვრება. შესაძლოა, ვალი დაგიბრუნონ, საინტერესო წინადადება შემოგთავაზონ, ან ხელმძღვანელობამ ხელფასი მოგიმატოთ. არც ისაა გამორიცხული, რომ თავში ძალზე საინტერესო იდეა მოგივიდეთ – განიხილეთ ყველა აზრი, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ ის.
სიღნაღი - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2019
ზოდიაქოს ლიდერი ნიშნები - ტოპ-ოთხეული
კურო: თქვენი მთავარი მახასიათებელია სპონტანურობა, არასტაბილური განწყობა. ერთი მხრივ, შეიძლება გაგაღიზიანოთ ნებისმიერმა, რომელიც ცხელ გულზე გადაგეყრებათ და მეორე მხრივ, დიდსულოვნება გამოიჩინოთ. გრძნობები ლოგიკას არ დაექვემდებარება იმდენად, რომ ერთი ნახვით შეყვარებაც არაა გამორიცხული.
ტყუპი: სჯობს, დინებას მიჰყვეთ. შეიძლება აღმოჩნდეთ ვითარებაში, როდესაც უძლური ხართ, რამე შეცვალოთ, მოვლენებზე ზეგავლენა მოახდინოთ. თუ ასე მოხდა, სჯობს, შეეგუოთ სიტუაციას და ბედს ენდოთ. დინების მიყოლა ყველაზე ბრძნული გადაწყვეტილება იქნება დღეს.
კირჩხიბი: არაპროგნოზირებადი დღეა. მიზნის მიღწევა არასტანდარტული მეთოდებით იქნება შესაძლებელი. თუ ცვლილებები გინდათ ცხოვრებაში, ამისთვის ეს დღე საუკეთესოა. ასევე ძალზე ხელსაყრელი დღეა სიყვარულისტვის – შეგიძლიათ სასიამოვნოდ გააოცოთ თქვენი პარტნიორი.
ქვებზე დადებული გასაღები - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2019
ვინ იყავით წინა ცხოვრებაში, ანუ რას გვიამბობს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს კარმაზე
ლომი: წინა პლანზე ლიდერისა და ორგანიზატორის თვისებები გამოვა. გარშემომყოფები ირგვლივ იტრიალებენ, თქვენ მხოლოდ უნდა გაუძღვეთ მათ და მიმართულება მისცეთ. ძალზე მომგებიანი იქნება საკუთარი ნიჭის ჩვენება კოლეგებისა და უფროსებისთვის. ეს კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ.
ქალწული: მოულოდნელობებით სავსე დღე გელოდებათ. რაღაც მოვლენების გამო შეიძლება შეიცვალოთ მოსაზრებები. არაა გამორიცხული, რომ ადამიანი, რომელზეც წარმოდგენა უკვე შეგექმნათ, სრულიად განსხვავებულ ამპლუაში წარდგეს თქვენ წინაშე; ასევე ექსტრაორდინარული საქციელი თავად ჩაიდინოთ.
სასწორი: დღეს ცხოვრებაში ისეთი სიახლეები შეიძლება შემოიჭრას, რომ ბევრი რამე შეიცვალოს. ეს შეიძლება იყოს მოგზაურობა, ნაცნობობა, მოულოდნელად გაჩენილი გრძნობა, წინადადება ახალ სამსახურზე. არ მიუშვათ სიტუაცია თავის ნებაზე და გადაწყვეტილება ცივი გონებით მიიღეთ.
სამყარო - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2019
ზოდიაქოს ექვსი ნიშანი და მათი „შავი სია“: თუ გინდათ, რომ ამ სიაში არ მოხვდეთ...
მორიელი: რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, იხელმძღვანელებთ არა ლოგიკით, არამედ ინტუიციით. ლოგიკა ზუსტ პასუხს ვერ მოგცემთ, ინტუიცია კი „ხმამაღლა იყვირებს“. ვარსკვლავები გირჩევენ, ყური დაუგდოთ შინაგან ხმას. მისი მინიშნებები დაგეხმარებათ, სწორი მიმართულებით იაროთ.
მშვილდოსანი: ახლობელ ადამიანთან დაძაბულობა შეიძლება გაჩნდეს. შესაძლოა, მის შესახებ მოულოდნელი ფაქტები შეიტყოთ ან ხასიათის უარყოფითი თვისებები დაინახოთ. ან, იქნებ, თქვენ ხართ ზედმეტად მომთხოვნი? სანამ დასკვნებს გამოიტანთ, კარგად დაფიქრდით – ღირს კი ბუზის სპილოდ გადაქცევა?
თხის რქა: ვარსკვლავები გირჩევენ, თავისუფალი დრო მხიარულ გარემოში გაატაროთ. სად წახვალთ, თქვენი გემოვნების საკითხია, მთავარია, ურთიერთობების „კორიანტელში“ მოხვდეთ – პერსპექტივებს სწორედ იქ დაინახავთ. კომუნიკაბელურობის წყალობით შეძლებთ საინტერესო ნაცნობობის გაბმას.
გაზაფხული - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2019
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც განსაკუთრებული მისია აკისრიათ
მერწყული: დღეს ცხოვრებით ტკბობა თქვენი ძირითადი მიზანია. არა ხართ განწყობილი, ვინმეს რამე დაუმტკიცოთ, იჩქაროთ. მოკლედ, დღეს ეს დღე საკუთარ თავზე ზრუნვის დღეა. შეძლებთ მშვენიერებისა და სილამაზის შეფასებას. ამის გაკეთება ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად შეგიძლიათ.
თევზები: საქმის კეთების განწყობა საერთოდ არ გაქვთ. თუმცა ვარსკვლავები გპირდებიან, რომ თუ აპათიას გადალახავთ, არ ინანებთ. მოგეცემათ საინტერესო შესაძლებლობები, რომლებსაც მხოლოდ მაშინ გამოიყენებთ, თუ სამუშაო რიტმს აჰყვებით. ექსპერტები გირჩევენ, მოუსმინოთ ყველას და ნაკლები ილაპარაკოთ.
ყველა ახალი ამბავი
0