დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 მაისი

© photo: Sputnik / Igor Zaremboმზე
მზე - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 27 მაისია, პარასკევი. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
დღის პირველ ნახევარში მეტი ყურადღების გამოჩენა იქნება საჭირო დეტალებისადმი. კარგად ჩაივლის მოლაპარაკებები, სამუშაო გეგმების განხილვა. დღის მეორე ნახევარში შემოქმედებითი მუხტი მოიმატებს და ყოველდღიურობაში მეტ კრეატივს შეიტანთ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 26 მაისი>>
ვერძი: ეცადეთ, არ იჩქაროთ. დღის პირველი ნახევარი სერიოზული საქმეებისა და მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის შესაფერისი დრო არ არის. დღის მეორე ნახევარში სასიხარულო მომენტები გექნებათ. გაჩნდება საქმეების წინ წაწევის შანსი. შესაძლოა, დიდი ხნის სურვილიც შეგისრულდეთ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2018
როგორ შთაბეჭდილებას ტოვებს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი გაცნობისას
კურო: დილით ეცადეთ, დამოუკიდებლად იმოქმედოთ. დიდი ალბათობით, გარშემომყოფები ვერ დაგეხმარებიან. არაა გამორიცხული უთანხმოებები სამსახურშიცა და სახლშიც. თავი შეიკავეთ – ცოტა ხანში შესანიშნავი დრო დადგება ურთიერთობებისთვის, შეძლებთ ყველაფრის მოგვარებას.
ტყუპი: ყურადღება გადაიტანეთ ფინანსური საკითხების მოგვარებაზე – აქ იღბალი თქვენ გვერდით იქნება. შესაძლებელია თანხის მიღება, მომგებიანი გარიგებების დადება, რამის ყიდვა. ხელსაყრელი დღეა პირადი კონტაქტების თვალსაზრისითაც. შესაძლებელი გახდება დაძაბული ურთიერთობების მოგვარება.
კირჩხიბი: სერიოზული საუბრებისა და შეხვედრებისთვის დღის პირველი ნახევარი გამოიყენეთ. ამ დროს ადვილი იქნება საერთო ენის გამონახვა ადამიანებთან. მოგვიანებით ფინანსური საკითხები მოგვარეთ. ბევრი თქვენგანი შეძლებს შემოსავლების გაზრდის წყაროს პოვნას.
განთიადი - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2019
ზოდიაქოს ნიშნების დილა: როგორ იწყება დღე თითოეული ნიშნისთვის
ლომი: რთული იქნება სიმშვიდის შენარჩუნება. გარშემომყოფები ხშირად ჩაერევიან თქვენს საქმეებში, მოგაცდენენ ფუჭი ლაპარაკით, მოგცემენ რჩევებს. მაგრამ თუ შეძლებთ და დამოუკიდებლად იმოქმედებთ, სერიოზულ საკითხებს გადაჭრით და წარმატებებს მიაღწევთ. საღამოს მოსალოდნელია თანხის მიღება.
ქალწული: რაღაც შეიძლება გეგმის მიხედვით არ წავიდეს, შესაძლოა, რაღაც საქმეების გადადება მოგიწიოთ, მაგრამ არ ინერვიულოთ – სამაგიეროდ, გაჩნდება ახალი შესაძლებლობები. ეცადეთ მათ გამოყენებას და ბევრი თქენგანი მიაღწევს პროფესიულ წარმატებებს, გაიჩენს ახალ საქმიან მეგობრებს.
სასწორი: დღეს ყვბელაზე ხელსაყრელი დღეა მუშაობისთვის. შეძლებთ რტული საკითხების მოგვარებას, პასუხების პოვნას კითხვებზე, რომლებმაც ჩიხში შეგიყვანათ. ასევე კარგი დღეა პირადი ურთიერთობებისთვის. საერთო ენას ადვილად გამონახავთ ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან.
გალაქტიკა - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2018
როგორ ცოლზე ოცნებობენ მამაკაცები - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მორიელი: რთული იქნება დაძაბული მომენტებისთვის თავის არიდება. დიდი ალბათობით, მოგიწევთ რამდენიმე საკითხის ერთდროულად გადაწყვეტა, საკუთარის გარდა სხვისი საქმეების გაკეთება. რაც მნიშვნელოვანია, შე8ინარჩუნებთ ოპტიმიზმს. საღამო რომანტიკულ სიურპრიზებს გპირდებათ.
მშვილდოსანი: კარგი იქნება, თუ რუტინას ცოტა ხნით მაინც მოწყდებით და რამე ახალს გააკეთებთ. შესაძლოა, დიდ წარმატებებს ვერ მიაღწიოთ, მაგრამ მთლიანობაში დღე კარგად ჩაივლის და თქვენ უამრავ სასიხარულო მომენტს გაჩუქებთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია თანხის მიღება.
თხის რქა: სერიოზულად მოემზადეთ ნებისმიერი შეხვედრისა და მოლაპარაკებისთვის. ნუ გექნებათ იმპროვიზირების ნიჭის იმედი. სჯობს, ყველა არგუმენტი და დასკვნა წინასწარ მოიფიქროთ. ასე დიდი შანსი გექნებათ, რომ თქვენი სიმართლე სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებსაც კი დაუმტკიცოთ.
ვარსკვლავური სისტემა ეტა–კილია - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2018
როგორ ქმარზე ოცნებობენ ქალები – ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული: კარგი დღეა იმ ადამიანთან შესახვედრად, რომელსაც გინდათ, რომ მოეწონოთ. დღეს შესაძლებელია საერთო ენის გამონახვა, საჭირო შთაბეჭდილების მოხდენა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, რაზე წარიმართება საუბარი. ნებისმიერ შემთხვევაში შეძლებთ სწრაფად შეთანხმებას.
თევზები: დღის პირველ ნახევარში დაამთავრეთ ადრე დაწყებული საქმეები. არ ღირს ექსპერიმენტების ჩატარება და რამე ახალი საქმის დაწყება. ამისთვის შესაფერისი დრო მოგვიანებით დადგება. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ფულთან და ქონებასთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად.
ყველა ახალი ამბავი
0