დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 26 მაისი

მზე - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 26 მაისია, ხუთშაბათი. კლებადი მთვარე ვერძის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
ყურადღებით ყოფნაა საჭირო. გექნებათ შანსი, გაერკვეთ რთულ ვითარებებში, უპასუხოთ კითხვებს, რომლებიც მოსვენებას არ გაძლევთ. უმცირესი დეტალების შემჩნევა სავალალო შეცდომებისგან გიხსნით. საღამო კარგი დროა დასვენებისა და ურთიერთობებისთვის.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 25 მაისი>>
ვერძი: დილით კატეგორიული თუ იქნებით, თუ სირთულეების წინაშე უკან არ დაიხევთ, ბევრს მიაღწევთ. დაგეხმარებიან ირგვლივ მყოფები. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ფინანსური საკითხების გადასაჭრელად. შესაძლებელია თანხის მიღება. იღბლიანია ეს პერიოდი პირადი ურთიერთობების კუთხითაც.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2019
ზოდიაქოს ყველაზე ფეთქებადი ნიშნები – ტოპ-ოთხეული
კურო: თუ რამე გეგმის მიხედვით არ წავიდა, არ ინერვიულოთ. მარტივი დღე არაა, მაგრამ ვერც ცუდს ვუწოდებთ. თუ საქმეებს შემოქმედებითად მიუდგებით, ყველაფერი გამოგივათ. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია ცვლილებები უკეთესობისკენ – მიხვდებით, რა უდევთ გულში თქვენს ახლობლებს.
ტყუპი: ფულთან დაკავშირებულ საკითხებში ფრთხილად იყავით. არ ღირს ფინანსური საკითხების ნაჩქარევად გადაწყვეტა, დაუგეგმავი გარიგებების დადება. ასევე დღის პირველ ნახევარში უთანხმოებებია მოსალოდნელი კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან. მოგვიანებით ურთიერთობები მოგვარდება.
კირჩხიბი: მარტივი დღე არ გელოდებათ, მაგრამ პოზიტიური ტენდენციების გავლენა მაინც შესამჩნევი იქნება. გაუმკლავდებით რთულ სამუშაოს, შეძლებთ საქმიანი მოლაპარაკებების გამართვას, პირადი ურთიერთობების შეცვლას უკეთესობისკენ. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა შემოქმედებისთვის.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2018
ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით გაიგეთ, ხართ თუ არა „განდიდების მანიით“ შეპყრობილი
ლომი: დილით წვრილმანების გამო ნუ გაბრაზდებით. ემოციური ფონი დაძაბული იქნება, მაგრამ ყველაფერს გაუმკლავდებით და ამაში გვერდით მდგომი ადამიანები დაგეხმარებიან. დღის მეორე ნახევარი მშვიდად და ნაყოფიერად ჩაივლის. გზაზე სერიოზული დაბრკოლებები არ გაჩნდება.
ქალწული: დილით დამოუკიდებლად იმოქმედეთ. ამ დროს ვინმესთან შეთანხმება რთული იქნება და დრო კამათში დაგეხარჯებათ. მალე პოზიტიური ტენდენციების გავლენა გაძლიერდება და ყველასთან გამონახავთ საერთო ენას. სიფრთხილე გმართებთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებში
სასწორი: არ იჩქაროთ. დღე იღბლიანად ჩაივლის, თუ თავად მიიღებთ გაწონასწორებულ გადაწყვეტილებებს, სწორად შეაფასებთ თითოეული მოქმედების შედეგებს. კარგი დღე იმ ადამიანებთან შესახვედრად, რომლებსაც გინდათ, რომ მოეწონოთ. მათზე ძლიერი შთაბეჭდილების მოხდენას შეძლებთ.
მძღოლი საჭესთან - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2019
ზოდიაქოს ნიშნები საჭესთან: როგორი მძღოლი ხართ?
მორიელი: დილა ხელსაყრელია საქმიანი ურთიერთობებისთვის. სწორედ ამ დროისთვის დაგეგმეთ მნიშვნელოვანი შეხვედრები, მოლაპარაკებები. მოგვიანებით წინა პლანზე გამოვა პირადი ურთიერთობები. ბევრ თქვენგანს ელოდება რომანტიკული სიურპრიზები. ბევრი შეძლებს დაძაბული კავშირის გამოსწორებას.
მშვილდოსანი: გარშემომყოფების მიმართ მომთმენი იყავით. შესაძლოა, ბევრმა ვერ გაგიგოთ სწორად და უმარტივესი საკითხების არაერთხელ ახსნა მოგიწიოთ. ეს გაგაღიზიანებთ. თანდათანობით დაძაბულობა მოიხსნება და ყველაფერი მოგვარდება. საღამო სასიამოვნო შეხვედრებს გპირდებათ.
თხის რქა: დღეს ყველაზე კარგად დაგეგმვა გამოგივათ. შეძლებთ სიტუაციისა და საკუთარი შესაძლებლობების სწორად შეფასებას, ასევე გადაჭარბებული მოლოდინები არ გექნებათ გარშემომყოფებისგან. კარგი დღეა საოჯახო საქმეებისთვის. სასიხარულო მომენტები ელოდებათ შეყვარებულებს.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2018
როგორია თქვენი ბავშვი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული: თუ სერიოზული საუბარი გაქვთ დაგეგმილი, ეს დილით გააკეთეთ. ამ დროს ადვილია საერთო ენის გამონახვა, რთული საქმიანი ურთიერთობების მოგვარება. დაგეხმარებათ ინტუიცია. მოგვიანებით კარგი დროა ისეთი საქმეებისთვის, რომლებიც მცირე დეტალებისადმი ყურადღებას მოითხოვს.
თევზები: დილიდანვე საქმიანად განეწყვეთ. ვინც დროს უქმად არ დაკარგავს, მათ პროფესიული წარმატებები ელოდებათ. მნიშვნელოვანია პოზიტიური დამოკიდებულება ყველაფრისადმი. შესაძლებელია ნაცნობობა, რომელიც სასიყვარულო ურთიერთობებში გადაიზრდება, თუ ინიციატივას გამოიჩენთ.
ყველა ახალი ამბავი
0