დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 25 მაისი

CC BY 2.0 / Matthias Ripp / Beach Lifeცხოვრება ზღვის ნაპირზე
ცხოვრება ზღვის ნაპირზე - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 25 მაისია, ოთხშაბათი. კლებადი მთვარე ვერძის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
დილით იმოქმედეთ შეძლებისდაგვარად სწრაფად. ამას გარდა, შესაძლებელია სერიოზულ საკითხებზე მსჯელობა. დღის მეორე ნახევარი სამომავლო გეგმების დაწყობას დაუთმეთ. ასევე კარგი დრო სწავლისთვის.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 24 მაისი>>
ვერძი: დღეს თქვენთვის რთული იქნება ობიექტურობის შენარჩუნება – ძალიან ძლიერი იქნება სურვილი, სულიერი მღელვარების გამო დაუპირისპირდეთ იმ ადამიანს, რომელიც ხელს გიშლით წყნარად მუშაობაში. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამის გაკეთება არ ღირს, ეცადეთ მშვიდად აუხსნათ მას ყველაფერი.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2018
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აქვთ ძლიერი ენერგეტიკა
კურო: ფრთხილად იყავით – თქვენი რეპუტაცია, შესაძლოა, რაღაცით ზედმეტად გატაცების გამო დაზარალდეს. არცთუ ხელსაყრელი დღე გელოდებათ, განსაკუთრებით დღის პირველი ნახევარი, ამიტომ სჯობს, მოითმინოთ და საღამოს დაელოდოთ, როდესაც პოზიტიური ტენდენციები გაძლიერდება.
ტყუპი: განსაკუთრებით წარმატებული სფერო თქვენთვის დღეს ფინანსები იქნება. არ შეუშინდეთ გონივრულ რისკებს. შესაძლებელია გარიგებების დადება, მოლაპარაკებების გამართვა. ასევე წესრიგში იქნება საოჯახო საკითხები, მაგრამ ეცადეთ, მნიშვნელოვანი ამოცანები თქვენი კონტროლიდან არ გამოვიდეს.
კირჩხიბი: შეძლებთ საკუთარი სიმართლის დამტკიცებას და წარმატების მიღწევას იქ, სადაც ცოტა ხნის წინ გამარჯვების არანაირი შანსი არ ჩანდა. კარგი დღეა პრაქტიკული ხასიათის საქმანობისთვის, ხოლო შემოქმედებითი საქმიანობა, სჯობს, გადადოთ. სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ რომანტიკული შეხვედრა.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2018
რომელია თქვენთვის ხელსაყრელი თვე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლომი: დაფიქრდით, იქნებ ამჯერად რამე კონკრეტულ დიდ მიზანზე გააკეთოთ სწორება და არა მცირე გატაცებებზე. იფიქრეთ თქვენს თავზე და გადწყვეტილება ამის მიხედვით მიიღეთ. თავის გაკონტროლების უნარი ბევრი სირთულის გადალახვაში დაგეხმარებათ. მოიკრიბეთ ახალი ძალები და ყველაფერი გამოგივათ.
ქალწული: არ შეუშინდეთ ექსპერიმენტების ჩატარებას გარეგნობასთან დაკავშირებით. არ შეგაშინოთ დიდმა გარიგებებმა და რაც მთავარია, ეჭვი არ შეგეპაროთ საკუთარ თავში. სწორედ თქვენი შეხედულებები ცხოვრებაზე დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. თამამად გადადგით ნაბიჯები.
სასწორი: დღეს თქვენში შემოქმედებითი ცეცხლი აგიზგიზდება და ეს, მარტივი, რუტინული საქმეებიდან დაწყებული, ყველაფერში აისახება, რასაც შეეხებით. ექსპერტები მძლავრი ემოციების გაკონტროლებას გირჩევენ გარშემომყოფებთან ურთიერთობებში, რათა კონფლიქტები აირიდოთ თავიდან.
ფეროშენადნობების ქარხანა ზესტაფონში - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2019
რომელი ლითონი მიესადაგება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს
მორიელი: არის რისკი, რომ მთელი დღე მოსაწყენ, რუტინულ საქმეებს მოანდომოთ. ყოფითი საკითხები ერთიმეორის მიყოლებით გამოჩნდება. ასეთი მოქმედებები თქვენთვის მომგებიანი არაა. ეცადეთ, გაარღვიოთ ჩაკეტილი წრე, წინააღმდეგ შემთხვევაში დროსა და ძალას ფუჭად დახარჯავთ.
მშვილდოსანი: იღბლიანი დღე გელოდებათ. ადვილად იპოვით საერთო ენას გარშემომყოფებთან და ეს თქვენი ინტერესებისთვის უნდა გამოიყენოთ. თუ ვინმესთან დალაპარაკება გინდოდათ, ამაზე კარგ მომენტს ვერ ნახავთ. ეს ეხება შეყვარებულებსაც – შეგიძლიათ სიყვარულის აღიარება.
თხის რქა: ფრთხილად უნდა იყოთ ყველაფერში. არაა გამორიცხული არეულობები საქმეებში, მოულოდნელობები მარტივ საქმიანობაშიც, რომელიც ფრიადზე იცით. საუკეთესო გამოსავალი დღეს ის იქნება, თუ უარს იტყვით მნიშვნელოვანი ამოცანების გადაჭრაზე, ან ვინმეს სთხოვთ დახმარებას.
მამაკაცი ბავშვს ეთამაშება - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2019
საუკეთესო მეოჯახე მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული: ძალზე ენერგიული ხართ და ამის წყალობით უამრავ საქმესთან შეგიძლიათ გამკლავება. ერთადერთი, რასაც ხელის შეშლა შეუძლია, მოუთმენლობა და ზედმეტი აჩქარებაა. ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ხელი მოკიდოთ მხოლოდ იმას, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია და არ იჩქაროთ.
თევზები: დღეს ვარსკვლავები წარმატებებს გპირდებიან. ეს განსაკუთრებით ეხება ბიზნესის, ფულის, მუშაობის სწავლის სფეროებს, ასევე სახლის პროექტებს, მაგალითად, რემონტს, აგარაკის ყიდვას. ასევე კარგი დღეა ახალი ნაცნობობისთვის. დიდია ალბათობა, რომ ეს კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ.
ყველა ახალი ამბავი
0