დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 24 მაისი

© Pixabay / enriquelopezgarreყვავილები ზღვის სანაპიროზე
ყვავილები ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 24 მაისია, სამშაბათი. კლებადი მთვარე თევზების ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
ვისაც მნიშვნელოვანი ამოცანა აქვს დასახული, სჯობს, მარტომ არ იმოქმედოს. საიმედო მოკავშირეების მოძებნაში ინტუიცია დაგეხმარებათ. კარგი დღეა საქმიანი მივლინებების, გარიგებების დადებისთვის, ხოლო საღამო – სასიამოვნო შეხვედრებისთვის.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 23 მაისი>>
ვერძი: დილით სირთულეები იქ შეიძლება გაჩნდეს, სადაც ამას ყველაზე ნაკელბად ელოდებით. თუ თავს გააკონტროლებთ, სერიოზულ გადაწყვეტილებებს სხვების რჩევების გარეშე მიიღებთ, ყველაფერს გაუმკლავდებით. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა პირედი ურთიერთობებისა და შეთანხმებებისთვის.
თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2018
ურთიერთობები და შეთავსებადობა აღმოსავლური სასიყვარულო ჰოროსკოპის მიხედვით
კურო: მოუსმინეთ ინტუიციას – მისი მინიშნებები დღეს განსაკუთრებით სასარგებლო იქნება. შესაძლებელია თანხის მიღება, მომგებიანი გარიგებების დადება. მნიშვნელოვანი საუბრებისთვის დღის მეორე ნახევარი შეარჩიეთ. საღამოს გელოდებათ შეხვედრები. ერთ–ერთს რომანტიკული გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს.
ტყუპი: დღე რთული საქმეებით დაიწყეთ. გადასაჭრელი საკითხი ბევრი იქნება, მაგრამ გადაულახავი დაბრკოლებები გზაზე არ შეგხვდებათ. კარგი დროა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. მოგვიანებით დაისვენეთ, ეცადეთ, მოწყდეთ ყოველდღიურობას. თავს უკეთესად იგრძნობთ, მოგემატებათ ენერგია.
კირჩხიბი: დილით ფრთხილად იმოქმედეთ. თუ არ აჩქარდებით, მხოლოდ ზედაპირზე დანახულ ინფორმაციას არ დასჯერდებით, რთული საკითხების გადაწყვეტას შეძლებთ. დაგეხმარებიან ძველი ნაცნობები. მათთან ერთად შეგიძლიათ სამომავლო გეგმები და ერთობლივი მოქმედებები განიხილოთ.
საქორწინო ბეჭდები - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2019
თუ ქორწილს გეგმავთ: საქორწინო ჰოროსკოპი
ლომი: საკმაოდ დამღლელი დღე შეიძლება აღმოჩნდეს. ბევრი საქმე გექნებათ, მათ შორის, არაა გამორიცხული სრულიად ახალი საქმეებიც. სავარაუდოდ, მოგიწევთ გეგმების შეცვლა. სამსახურში უთანხმოებებია მოსალოდნელი, მაგრამ კონფლიქტებს აიცილებთ თავიდან. შესაძლებელია თანხის მიღება.
ქალწული: მოითმინეთ. ყველაფერს სწრაფად ვერ გაუმკლავდებით, როგორც გინდათ. ჩვეულ საქმეებშიც კი მოულოდნელი დაბრკოლებები შეიძლება გაჩნდეს. ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის. გაგახარებთ ახლობლებთან შეხვედრები. საღამოს რომანტიკული პაემანი პოზიტიურ ემოციებს გპირდებათ.
სასწორი: დილა კარგი დროა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. არაა გამორიცხული საინტერესო წინადადებების მიღება სამუშაოსთან დაკავშირებით. დღის მეორე ნახევარი სასიამოვნოდ ჩაივლის. გაგახარებთ ნათესავებთან და ახლობლებთან შეხვედრა. პოზიტიური ემოციებით აგავსებთ ოჯახური ღონისძიებები.
ადამიანი ანთებული ნათურის თავით  - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
ზოდიაქოს ყველაზე ქარიზმატული ნიშნები – ტოპ-ხუთეული
მორიელი: ძალზე ხელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად. გაქვთ შანსი, წარმატებებს მიაღწიოთ რთულ საქმეებში. ზოგჯერ რთული იქნება გარშემომყოფებთან ურთიერთობები, ამიტომ მოერიდეთ ნეგატიურ ადამიანებს და მეტად ეკონტაქტებთ პოზიტიურად განწყობილ ხალხს.
მშვილდოსანი: ბევრი საქმე გექნებათ, არაა გამორიცხული, რომ მოგიწიოთ სხვისი შეცდომების გამოსწორება და ამის გამო საკუთარი გეგმების გადადება. მიუხედავად ამისა, კარგ განწყობასა და ოპტიმიზმს შეინარჩუნებთ. ეს გამარჯვებაში დაგეხმარებათ. კარგი დღეა ფინანსური საკითხების გადასაწყვეტად.
თხის რქა: სწორი პასუხები ყოველთვის ზედაპირზე არ დაგხვდებათ. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ დეტალებს და დროულად შეამჩნევთ მნიშვნელოვან წვრილმანებს, გაერკვევით ყველაფერში. საინტერესო იქნება ახალ ნაცნობებთან ურთიერთობები. შეყვარებულებს ლამაზი სიურპრიზები ელოდებათ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2018
თუ ცოლის შერთვას აპირებთ - საუკეთესო ცოლების ტოპ-სამეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული: შეუდექით ახალ საქმეებს – დღეს ბევრ რამეს გაართმევთ თავს საუკეთესოდ. თქვენი წარმატებები შეუმჩნეველი არ დარჩება და შესაძლოა, საინტერესო წინადადებაც მიიღოთ. ხელსაყრელი დღეა პირადი ურთიერთობების კუთხით. რომანტიკული პაემანი უამრავ დადებით ემოციას გაჩუქებთ.
თევზები: დღის დასაწყისი ხელსაყრელი დროა მნიშვნელოვანი საქმეებისთვის. გამოიყენეთ ეს პერიოდი რთული საკითხების გადასაწყვეტად. დღის მეორე ნახევარი შედარებით მშვიდად ჩაივლის. შეგიძლიათ მიხედოთ იმ საქმეებს, რომელთა გადადებაც არაერთხელ მოგიწიათ დროის უქონლობის გამო.
ყველა ახალი ამბავი
0