https://sputnik-georgia.com/20220528/amas-swirdeba-samartlebrivi-safuzveli-iusticiis-ministri-saakasvilis-ucxoetsi-sesazlo-gadayvanaze-266957629.html
„უნდა არსებობდეს სამართლებრივი საფუძველი“:ბრეგაძე სააკაშვილის უცხოეთში შესაძლო გადაყვანაზე
„უნდა არსებობდეს სამართლებრივი საფუძველი“:ბრეგაძე სააკაშვილის უცხოეთში შესაძლო გადაყვანაზე
Sputnik საქართველო
გადაწყვეტილებას პატიმრის გათავისუფლების შესახებ იღებს სასამართლო, აღნიშნა რატი ბრეგაძემ
2022-05-28T21:52+0400
2022-05-28T21:52+0400
2022-05-28T21:53+0400
ახალი ამბები
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მთავრობა
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/12/262965189_0:0:1281:721_1920x0_80_0_0_0f716064bee85c9c444ff8c852df5a96.jpg
თბილისი, 28 მაისი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ვერ გაათავისუფლებს ვერც ერთ პატიმარს, რომელიც სასჯელს იხდის, მათ შორის საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა რატი ბრეგაძემ.მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობას 12 მაისიდან გადის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, რომელიც მან 2021 წლის 1 ოქტომბერს დაპატიმრებისთანავე გამოაცხადა. ოჯახი მოითხოვს სააკაშვილის გადაყვანას უცხოეთში სამკურნალოდ.იუსტიციის სამინისტრო ვერ გაუღებს კარს ვერც ერთ მსჯავრდებულს საკუთარი გადაწყვეტილებით, აღნიშნა მან.სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა. დაკავებამდე იგი რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში იმყოფებოდა.საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/12/262965189_0:0:1137:853_1920x0_80_0_0_3b4cfdcdec5bfab16c6e8bb4d76ba385.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილი უცხოეთი გადაყვანა
რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილი უცხოეთი გადაყვანა
„უნდა არსებობდეს სამართლებრივი საფუძველი“:ბრეგაძე სააკაშვილის უცხოეთში შესაძლო გადაყვანაზე
21:52 28.05.2022 (განახლებულია: 21:53 28.05.2022) გადაწყვეტილებას პატიმრის გათავისუფლების შესახებ იღებს სასამართლო, აღნიშნა რატი ბრეგაძემ
თბილისი, 28 მაისი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ვერ გაათავისუფლებს ვერც ერთ პატიმარს, რომელიც სასჯელს იხდის, მათ შორის საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა რატი ბრეგაძემ.
მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობას 12 მაისიდან გადის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, რომელიც მან 2021 წლის 1 ოქტომბერს დაპატიმრებისთანავე გამოაცხადა. ოჯახი მოითხოვს სააკაშვილის გადაყვანას უცხოეთში სამკურნალოდ.
„მსჯავრდებული სააკაშვილი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებაში, რაც შეეხება ნებისმიერი მიზნით ქვეყნის ფარგლების დატოვებას, ამ შემთხვევაში, სასჯელი უნდა იყოს ან გადავადებული, ან პირი სასჯელისგან უნდა იყოს თავისუფალი და ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
იუსტიციის სამინისტრო ვერ გაუღებს კარს ვერც ერთ მსჯავრდებულს საკუთარი გადაწყვეტილებით, აღნიშნა მან.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა. დაკავებამდე იგი რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში იმყოფებოდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.