დეპუტატების წინაშე ინტერპელაციის ფორმატში პრემიერი და სამი მინისტრი წარდგებიან

© Sputnik / STRINGERირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში
ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2022
გამოწერა
ინტერპელაციის წესით მთავრობის წევრებისთვის შეკითხვით მიმართვის უფლება აქვთ პარლამენტის წევრთა შვიდკაციან ჯგუფს ან ფრაქციას.
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. დღეს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით მთავრობის ოთხ წევრს, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმენენ.
კანონმდებლების წინაშე, მთავრობის მეთაურის გარდა, ასევე წარდგებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე. თითოეულ მათგანს შეკითხვებზე პასუხის გასაცემად 2 საათი და 45 წუთი ექნება.
ინტერპელაცია საპარლამენტო კონტროლის ერთ-ერთი ფორმაა, როდესაც მთავრობის წარმომადგენელი დეპუტატთა მიერ გაგზავნილ კითხვებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პასუხობს.
ინტერპელაციის წესით მთავრობის წევრებისთვის შეკითხვით მიმართვის უფლება აქვთ პარლამენტის წევრთა შვიდკაციან ჯგუფს ან ფრაქციას.
ღარიბაშვილი საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის" დეპუტატების მოთხოვნით გამოცხადდება.
მათ აქვთ კითხვა, თუ რა სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ღონისძიებებს ახორციელებს საქართველოს მთავრობა იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიის, საქართველოში რეგისტრირებული ფიზიკური და იურიდიული პირების თუ სხვა სუბიექტების გამოყენებით რუსეთის ფედერაციისა და მისი წარმომადგენლების მიერ სანქციების რეჟიმის დარღვევა არ მოხდეს.
პარტია „ლელომ“ აპრილის ბოლოს განაცხადა, რომ პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის მიწვევა სურს, რათა მან უპასუხოს კითხვებს მასმედიაში გავრცელებული აუდიოჩანაწერების თაობაზე, რომელიც, სავარაუდოდ, შედგა ქართველ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილსა და რუს ოლიგარქ ვლადიმირ ევტუშენკოვს შორის, რომელიც უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე დასავლეთის სანქციების სიაშია შეყვანილი.
ყველა ახალი ამბავი
0