2025 წლის ბოლომდე საქართველოს ყველა ქალაქს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება

© photo: Sputnik / Murad Orujovონკანი
ონკანი - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2022
გამოწერა
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. 2025 წლის ბოლოსთვის მოსახლეობის 70%-სთვის ხელმისაწვდომი იქნება 24-საათიანი წყალმომარაგება, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას.
მინისტრის თქმით, წყალმომარაგების ეტაპობრივი გაუმჯობესებისთვის დაბებში, სოფლებსა და კურორტებზე გაგრძელდება და ასევე დაიწყება ახალი პროექტები, რის შედეგადაც 2030 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთელ მოსახლეობას ექნება წვდომა უწყვეტ წყალმომარაგებაზე.
მისი თქმით, ჩამდინარე წყლებით გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების მიზნით გამწმენდი ნაგებობები აშენდა ანაკლიაში, აბასთუმანში, ურეკსა და ზუგდიდში. ამჟამად მიმდინარეობს გამწმენდი ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები გუდაურსა და მარნეულში.

„ამ დროისათვის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს ბაკურიანში, ჭიათურაში, ხაშურში, ქუთაისში, გურჯაანში, სიღნაღსა და წნორში. პროექტების განსახორციელებლად 10 წლის განმავლობაში ჯამში 9,2 მლრდ ლარის ინვესტირება მოხდება, საიდანაც 2,5 მლრდ ლარის ღირებულების პროექტები უკვე რეალიზების პროცესშია“, – განაცხადა ქარსელაძემ.

გარდა ამისა, ქარსელაძის განმარტებით, წელს დაიწყება სამუშაოები ხაშურის სრული წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობის ისტორიულ პროექტზე.
მისი თქმით, პროექტის ფარგლებში 5 წლის განმავლობაში იგეგმება 20 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზისა და 200 კილომეტრი გამანაწილებელი ქსელის გაფართოება-რეაბილიტაცია და დაახლოებით 44 კილომეტრი საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია-გაფართოება.
ამჟამად მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები. პროექტის განხორციელების შედეგად 24 ათასი ბენეფიციარი გამართული წყალმომარაგებით ისარგებლებს.
პროექტის ღირებულება 260 მლნ ლარია.
ყველა ახალი ამბავი
0