https://sputnik-georgia.com/20220526/papuashvili-chven-gavagrzelebt-tavisuplebis-dacvas-266914342.html
პაპუაშვილი: ჩვენ გავაგრძელებთ თავისუფლების დაცვას
პაპუაშვილი: ჩვენ გავაგრძელებთ თავისუფლების დაცვას
Sputnik საქართველო
პაპუაშვილის თქმით, საქართველო დასავლური ცივილიზაციის, ევროპული კულტურის და ისტორიული სივრცის შექმნის თანამონაწილე და განუყოფელი ნაწილია. 26.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-26T17:11+0400
2022-05-26T17:11+0400
2022-05-26T22:33+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1b/263180184_0:157:1920:1237_1920x0_80_0_0_d1243e51b4931f361925a66e99b43573.jpg
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მოსახლეობას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და სამშობლოსა და მომავალი თაობების წინაშე ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.პაპუაშვილი სიტყვით გამოვიდა თავისუფლების მოედანზე საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე, რომელიც დღევანდელი ღონისძიებების მთავარი ეპიცენტრია. სახელმწიფოს პირველი პირების გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს, რომელიც თბილისსა და ქვეყნის ხუთ რეგიონში ერთდროულად ჩატარდა.სწორედ ამიტომაც, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „გამორჩეულ პატივს მივაგებთ ჩვენს წინაპრებს, რომლებმაც გმირულად იბრძოლეს, სიცოცხლე შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას და შეგვინარჩუნეს სახელმწიფო“.ამასთან, როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება „აცნობიერებს ჩვენი სამშობლოსა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობას, რათა გააგრძელოს განვითარება და დამოუკიდებლობის განმტკიცება“.პაპუაშვილის თქმით, განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებენ სამხედროები, პოლიციელები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, სამედიცინო პერსონალი, რომლებიც ერთგულად იცავენ საქართველოს ხილული და უხილავი საფრთხეებისგან.პრეზიდენტისა და პრემიერის მსგავსად, პარლამენტის სპიკერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ მომავალზე და იმ ფაქტზე, რომ საქართველომ უკვე გააკეთა ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე განაცხადი.პაპუაშვილის თქმით, საქართველო დასავლური ცივილიზაციის, ევროპული კულტურის და ისტორიული სივრცის შექმნის თანამონაწილე და განუყოფელი ნაწილია.„ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლების დაცვას და განმტკიცებას, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას, სახელმწიფოსი, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიბრუნებს ევროპულ ოჯახში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დღევანდელ დღეს ქართველი ერის ერთიანობისა და სიამაყის დღესასწაული უწოდა.„მე ამაყი ვარ, რომ ქართული ჯარი თავისი პროფესიონალიზმით, სიმამაცითა და სამშობლოს სიყვარულით სამაგალითოა მთელ მსოფლიოში. ქართველი მამაცი ჯარისკაცები ყოველთვის ერთგულად დაიცავენ ჩვენს სამშობლოს და მის თავისუფლებას“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.ეს გააზრების დღეა: საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა>>>26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.დამოუკიდებლობის აღდგენა1991 წელს მოხერხდა – 1991 წლის 31 მარტს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს მასშტაბით საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი ჩაატარა, სადაც საქართველოს მოსახლეობას ერთადერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი: „ხართ თუ არა თანახმა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?” რეფერენდუმში საქართველოს ამომრჩეველთა 90,3%-მა მიიღო მონაწილეობა, მათგან 98,9%-მა დამოუკიდებლობა აირჩია.1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1b/263180184_14:142:1531:1280_1920x0_80_0_0_54707227004d7dec2d4884288afd103d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საზოგადოება, ახალი ამბები
პაპუაშვილი: ჩვენ გავაგრძელებთ თავისუფლების დაცვას
17:11 26.05.2022 (განახლებულია: 22:33 26.05.2022) პაპუაშვილის თქმით, საქართველო დასავლური ცივილიზაციის, ევროპული კულტურის და ისტორიული სივრცის შექმნის თანამონაწილე და განუყოფელი ნაწილია.
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მოსახლეობას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და სამშობლოსა და მომავალი თაობების წინაშე ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.
პაპუაშვილი სიტყვით გამოვიდა თავისუფლების მოედანზე საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე, რომელიც დღევანდელი ღონისძიებების მთავარი ეპიცენტრია. სახელმწიფოს პირველი პირების გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს, რომელიც თბილისსა და ქვეყნის ხუთ რეგიონში ერთდროულად ჩატარდა.
„დღეს ჩვენი სახელმწიფოებრიობის და ეროვნული თვითმყოფადობის უმნიშვნელოვანესი გამოხატულების – დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ. ეს არის დღე, რომელიც თავდადებისა და ბრძოლის შესახებ მეხსიერებას ინახავს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
სწორედ ამიტომაც, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „გამორჩეულ პატივს მივაგებთ ჩვენს წინაპრებს, რომლებმაც გმირულად იბრძოლეს, სიცოცხლე შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას და შეგვინარჩუნეს სახელმწიფო“.
ამასთან, როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება „აცნობიერებს ჩვენი სამშობლოსა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობას, რათა გააგრძელოს განვითარება და დამოუკიდებლობის განმტკიცება“.
პაპუაშვილის თქმით, განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებენ სამხედროები, პოლიციელები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, სამედიცინო პერსონალი, რომლებიც ერთგულად იცავენ საქართველოს ხილული და უხილავი საფრთხეებისგან.
„აქვე მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს უცხოელ მეგობრებს, რომლებიც ძნელბედობის მიუხედავად გვერდში ედგნენ ჩვენს ქვეყანას, საგარეო ასპარეზზე იცავდნენ მის ინტერესებს და თავიანთი ღვაწლით განამტკიცეს საქართველოს დამოუკიდებლობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პრეზიდენტისა და პრემიერის მსგავსად, პარლამენტის სპიკერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ მომავალზე და იმ ფაქტზე, რომ საქართველომ უკვე გააკეთა ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე განაცხადი.
პაპუაშვილის თქმით, საქართველო დასავლური ცივილიზაციის, ევროპული კულტურის და ისტორიული სივრცის შექმნის თანამონაწილე და განუყოფელი ნაწილია.
„ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლების დაცვას და განმტკიცებას, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას, სახელმწიფოსი, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიბრუნებს ევროპულ ოჯახში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დღევანდელ დღეს ქართველი ერის ერთიანობისა და სიამაყის დღესასწაული უწოდა.
„მე ამაყი ვარ, რომ ქართული ჯარი თავისი პროფესიონალიზმით, სიმამაცითა და სამშობლოს სიყვარულით სამაგალითოა მთელ მსოფლიოში. ქართველი მამაცი ჯარისკაცები ყოველთვის ერთგულად დაიცავენ ჩვენს სამშობლოს და მის თავისუფლებას“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
დამოუკიდებლობის აღდგენა1991 წელს მოხერხდა – 1991 წლის 31 მარტს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს მასშტაბით საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი ჩაატარა, სადაც საქართველოს მოსახლეობას ერთადერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი: „ხართ თუ არა თანახმა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?” რეფერენდუმში საქართველოს ამომრჩეველთა 90,3%-მა მიიღო მონაწილეობა, მათგან 98,9%-მა დამოუკიდებლობა აირჩია.
1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.