https://sputnik-georgia.com/20220526/gaazrebis-dgea-zurabishvilma-daoukideblobis-dge-miuloca-266911058.html
ეს გააზრების დღეა: საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
ეს გააზრების დღეა: საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროპის გზაზე პირველად გაჩნდა ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც საქართველომ უნდა გამოიყენოს. 26.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-26T14:40+0400
2022-05-26T14:40+0400
2022-05-26T21:12+0400
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/1c/249304169_0:106:2048:1258_1920x0_80_0_0_92b71e377fef4c8eec861dd88ad52d07.jpg
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ჩვეულებრივი დღესასწაული არაა, ეს არის გააზრების დღე, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.ზურაბიშვილი სიტყვით რეკრუტების მიერ სამხედრო ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ გამოვიდა, რომელიც თბილისსა და ქვეყნის ხუთ რეგიონში ერთდროულად ჩატარდა.პრეზიდენტმა ქვეყნის მოსახლეობას, განსაკუთრებით კი სამხედროებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.„განსაკუთრებულად გილოცავთ თქვენ, ვინც დღეს სამშობლოს წინაშე ფიცს დებთ. საქართველოს სამხედროებს ახასიათებდა ბრძოლის უნარი, პასუხისმგებლობა, თავგანწირვა და ფიცისადმი ერთგულება! დღეს თქვენ ამგვარი ღირსეული სამხედრო ისტორიის ნაწილი გახდით და ამ ტრადიციას ღირსეულად გააგრძელებთ“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.მისი თქმით, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვა ადვილი საქმე არაა და იგი ღირსებასა და თავდადებას მოითხოვს.„ჩვენს ხელშია ჩვენი შვილების მომავალი. არავის შეუძლია გაექცეს ამ პასუხისმგებლობას. თუმცა, ამაზე უფრო მეტი უნდა ვიფიქროთ ჩვენ, იმ ადამიანებმა, ვინც ტრიბუნის ამ მხარეს დგას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.გამოსვლის ძირითადი ნაწილი პრეზიდენტმა საქართველოს საგარეო კურსს – ევროკავშირისკენ სწრაფვას დაუთმო. ქვეყანამ ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განაცხადი უკვე გააკეთა.ზურაბიშვილმა დაასახელა ევროპისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მიერ აუცილებლად შესასრულებელი ოთხი მთავარი პრინციპი და ფასეულობა – სამართლიანი სასამართლო, შემწყნარებლობა და მრავალფეროვნება, ადამიანის უფლებების დაცვა და პატივისცემა და ძალაუფლების დაბალანსება სახელისუფლებო შტოებს შორის.ზურაბიშვილის თქმით, ევროპის გზაზე პირველად გაჩნდა ისტორიული შესაძლებლობა და ამაში მთავარი დამსახურება უკრაინას აქვს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საჭიროა უკრაინელი ხალხის არა მარტო ტკივილის გაზიარება, არამედ მათდამი სოლიდარობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/1c/249304169_116:0:1933:1363_1920x0_80_0_0_9002ea8fa947bf986b8e82a8f5fdd03d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
ეს გააზრების დღეა: საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
14:40 26.05.2022 (განახლებულია: 21:12 26.05.2022) სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროპის გზაზე პირველად გაჩნდა ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც საქართველომ უნდა გამოიყენოს.
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ჩვეულებრივი დღესასწაული არაა, ეს არის გააზრების დღე, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
ზურაბიშვილი სიტყვით რეკრუტების მიერ სამხედრო ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ გამოვიდა, რომელიც თბილისსა და ქვეყნის ხუთ რეგიონში ერთდროულად ჩატარდა.
„26 მაისი მხოლოდ წარსულის გაცოცხლების დღე არაა, ეს დაფიქრების დღეა! დღე, როცა ჩვენს ქვეყანაზე უნდა ვიფიქროთ და ჩვენს თავს ვკითხოთ, ნუთუ ყველაფერს ვაკეთებთ ისე, როგორც ესაჭიროება ამ ქვეყანას, მის მომავალს, მოსახლეობის კეთილდღეობას, მის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას?“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ქვეყნის მოსახლეობას, განსაკუთრებით კი სამხედროებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
„განსაკუთრებულად გილოცავთ თქვენ, ვინც დღეს სამშობლოს წინაშე ფიცს დებთ. საქართველოს სამხედროებს ახასიათებდა ბრძოლის უნარი, პასუხისმგებლობა, თავგანწირვა და ფიცისადმი ერთგულება! დღეს თქვენ ამგვარი ღირსეული სამხედრო ისტორიის ნაწილი გახდით და ამ ტრადიციას ღირსეულად გააგრძელებთ“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვა ადვილი საქმე არაა და იგი ღირსებასა და თავდადებას მოითხოვს.
„ჩვენს ხელშია ჩვენი შვილების მომავალი. არავის შეუძლია გაექცეს ამ პასუხისმგებლობას. თუმცა, ამაზე უფრო მეტი უნდა ვიფიქროთ ჩვენ, იმ ადამიანებმა, ვინც ტრიბუნის ამ მხარეს დგას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
გამოსვლის ძირითადი ნაწილი პრეზიდენტმა საქართველოს საგარეო კურსს – ევროკავშირისკენ სწრაფვას დაუთმო. ქვეყანამ ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განაცხადი უკვე გააკეთა.
ზურაბიშვილმა დაასახელა ევროპისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მიერ აუცილებლად შესასრულებელი ოთხი მთავარი პრინციპი და ფასეულობა – სამართლიანი სასამართლო, შემწყნარებლობა და მრავალფეროვნება, ადამიანის უფლებების დაცვა და პატივისცემა და ძალაუფლების დაბალანსება სახელისუფლებო შტოებს შორის.
ზურაბიშვილის თქმით, ევროპის გზაზე პირველად გაჩნდა ისტორიული შესაძლებლობა და ამაში მთავარი დამსახურება უკრაინას აქვს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საჭიროა უკრაინელი ხალხის არა მარტო ტკივილის გაზიარება, არამედ მათდამი სოლიდარობა.