მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გამოკითხვა აშშ-ში: ვინ ემხრობა ამერიკაში იარაღის შესახებ კანონის გამკაცრებას

© photo: Sputnik / Dmitry Parshin / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2022
გამოწერა
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. აშშ-ის მოსახლეობის ნახევარზე მეტი მხარს უჭერს იარაღის შესახებ კანონის გამკაცრებას, რასაც CBS News-ის и YouGov-ის გამოკითხვის შედეგები ადასტურებს.
გამოკითხვის თანახმად:
კანონი გამკაცრების მომხრეა ამერიკელთა 54%;
არსებული კანონების შეცვლას აუცილებლად არ მიიჩნევს 30%;
რესპონდენტთა 16%-ს არსებული შეზღუდვების შერბილება სურს.
კვლევის მიხედვით, ქალები (60%) უფრო ხშირად გამოდიან იარაღის შესახებ კანონის გამკაცრების მოთხოვნით, ვიდრე მამაკაცები (46%).
გარდა ამისა კანონის გამკაცრებას მხარს ბევრად მეტი დემოკრატი უჭერს (79%), ვიდრე რესპუბლიკელი (27%).
აღნიშნული გამოკითხვა მიმდინარე წლის 18-20 მაისს ჩატარდა. მასში 2041 ზრდასრული ამერიკელი იღებდა მონაწილეობას. ცდომილება არ აღემატება 2,5%-ს.
  - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2022
მსოფლიო დღეს
ბაიდენმა ერს მიმართა: 18 წლის ბიჭმა სკოლაში 21 ადამიანი მოკლა - ვიდეო
გამოკითხვის ჩატარებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 24 მაისს ტეხასის ქალაქ უვალდეს დაწყებით სკოლაში საზარელი ინციდენტი მოხდა. 18 წლის სალვადორ რამოსმა სკოლაში იარაღით შეაღწია და უმისამართო ცეცხლი გახსნა, რასაც 21 ადამიანი ემსხვერპლა – 18 მოსწავლე და 3 ზრდასრული. ამის შემდეგ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკელ ერს მიმართა და იარაღის ლობისთან დაპირისპირებისკენ მოუწოდა.
ყველა ახალი ამბავი
0