მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბაიდენმა ერს მიმართა: 18 წლის ბიჭმა სკოლაში 21 ადამიანი მოკლა - ვიდეო

© AFP 2024 / DREW ANGERER
  - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2022
გამოწერა
თბილისი, 25 მაისი − Sputnik. როდესაც პრეზიდენტი გავხდი, იმედი მქონდა, რომ ამის გამეორება აღარ მომიწევდა – ამ სიტყვებით დაიწყო აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკელებისადმი მიმართვა მას შემდეგ, რაც ტეხასის ქალაქ უვალდეს დაწყებით სკოლაში სროლას ოცზე მეტი ადამიანი შეეწირა.
ამით მან გაიხსენა 2012 წლის ინციდენტი, როდესაც ნიუთაუნის სანდი კუკის სკოლაში მასობრივი სროლა მოხდა, იმჟამად ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი კი მთავრობის რეაგირების ჯგუფის ხელმძღვანელად დაინიშნა.
ამერიკის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამშაბათის თავდასხმა დაწყებით სკოლაზე − ეს არის „მორიგი ხოცვა-ჟლეტა“, რასაც მინიმუმ 21 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 18 მოსწავლე და სამი ზრდასრული.

„როგორც ერმა, ჩვენ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, ღვთის გულისათვის, როდის დავუპირისპირდებით იარაღის ლობის? როდის გავაკეთებთ იმას, რაც ყველამ კარგად იცის, რომ უნდა გაკეთდეს? დადგა დრო, რომ ეს ტკივილი ქმედებად ვაქციოთ. ჩვენ ნათლად უნდა ვუთხრათ ამ ქვეყნის ყველა არჩეული თანამდებობის პირს, რომ დადგა მოქმედების დრო“, − განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

სკოლაში ცეცხლი 18 წლის სალვადორ რამოსმა გახსნა. გამოძიების მონაცემებით, თავდამსხმელის მოტივი უცნობია. სკოლაში მისვლამდე მან საკუთარ ბებიას ესროლა, რომელიც საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს და ამ დროისათვის კრიტიკულ მდგომარეობაშია. ამის შემდეგ რამოსი სკოლაში თავისი პიკაპით წავიდა, გზად კი ავარია შეემთხვა − თხრილში ჩავარდა.
როგორც სამართალდამცველებმა დაადგინეს, თავდამსხმელს ჯავშანჟილეტი ეცვა, თან ჰქონდა პისტოლეტი, თოფი და ზურგჩანთა.
სკოლის დაცვის მცდელობა, არ შეეშვათ იგი შენობაში, წარუმატებელი აღმოჩნდა. თავდამსხმელი სკოლაში შევიდა, სადაც რამდენიმე კლასში უმისამართო ცეცხლი გახსნა. პოლიციამ ის მოგვიანებით დააკავა.
ჯო ბაიდენი აშშ-ის პირველი პრეზიდენტი არ არის, ვინც იარაღის ლობი დაგმო. მანამდე ბილ კლინტონმა და ბარაკ ობამამ ასევე დაგმეს აშშ-ის იარაღის ლობის სწრაფვა, შეინარჩუნონ ქვეყანაში იარაღის თითქმის უკონტროლო გაყიდვები.
ყველა ახალი ამბავი
0