მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გაყინული რუსული აქტივები: დათვალეს ჯამური რაოდენობა

© photo: Sputnik / Maksim Blinovრუსეთის ცენტრალური ბანკი
რუსეთის ცენტრალური ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2022
გამოწერა
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. ევროკავშირის ქვეყნებმა სანქციების ფარგლებში რუსეთის ცენტრალური ბანკის დაახლოებით 23 მილიარდი ევროს (24,5 მილიარდი დოლარის) ოდენობის აქტივები გაყინეს, განაცხადა ევროკომისარმა იუსტიციის საკითხებში დიდიე რეინდერსმა.
რეინდერსის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებმა ასევე გაყინეს რუსეთის მოქალაქეების კუთვნილი ფიზიკური აქტივები, მათ შორის იახტები და ვილები – დაახლოებით 10 მილიარდი ევროს ქონება.
ევროკავშირის გარდა, იგივე ზომები გაატარა შეერთებულმა შტატებმაც. აშშ-ის მიერ გაყინული რუსული აქტივების ჯამური რაოდენობა 100 მილიარდ დოლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ რეინდერსმა უარი თქვა ეპასუხა კითხვაზე, ჩააბარა თუ არა რუსეთის ცენტრობანკის აქტივების გაყინვის შესახებ ანგარიში ევროკავშირის ყველა ქვეყანამ.
საქმე ისაა, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის მთავრობა სიფრთხილეს იჩენს ევროკავშირის სანქციების სრულად შესრულებასთან დაკავშირებით და ზოგიერთმა მათგანმა უარი თქვა, საჯაროდ ისაუბროს იმაზე, გაყინა თუ არა რუსული აქტივები.
დასავლეთის ქვეყნებმა სანქციები უკრაინაში რუსეთის „სამხედრო სპეცოპერაციის“ საპასუხოდ დააწესეს, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო. რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტრომ მარტში გამოაცხადა, რომ მსოფლიოში რუსეთის ცენტრალური ბანკის 300 მილიარდი დოლარის ოქროსა და სავალუტო რეზერვებია გაყინული.
ყველა ახალი ამბავი
0