მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჩინეთმა სტოლტენბერგი ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2022
გამოწერა
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ბოლო დროს მუდმივად აზვიადებს „ჩინური საფრთხის“ თეორიას და ორმაგ სტანდარტებს იჩენს, პეკინი ალიანსის ხელმძღვანელს მოუწოდებს, შეწყვიტოს ჩინეთის ცილისწამება, განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვან ვენბინმა ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე.
მანამდე სტოლტენბერგმა დავოსის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციასთან და ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გარკვეული შეზღუდვები დასავლეთის უსაფრთხოების ინტერესებშია. მისი თქმით, თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავისუფალი ვაჭრობა; საერთო ღირებულებების დაცვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი სარგებლის დაცვა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი და ჩინეთი ავტორიტარული რეჟიმები არიან.

„ნატოს გენერალური მდივანი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუდმივად უსაფუძვლოდ აკრიტიკებდა და ახორციელებდა ცილისმწამებლურ თავდასხმებს ჩინეთზე, კრიტიკულად აფასებდა პოლიტიკურ სისტემას, ჩინეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკას და აზვიადებდა ჩინეთის საფრთხის თეორიას. ჩინეთი მკაცრად გმობს და კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამას“, — განაცხადა დიპლომატმა.

როგორც მან აღნიშნა, ნატო, ერთი მხრივ, მოუწოდებს თავის წევრებს გაზარდონ სამხედრო ხარჯები, მეორე მხრივ, უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს ჩინეთის ეროვნულ თავდაცვასთან და სამხედრო მოდერნიზაციასთან დაკავშირებით, „რაც ორმაგი სტანდარტების ტიპიური მაგალითია“.
ვან ვენბინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, ჩინეთი არ ემუქრება სხვა სახელმწიფოებს ძალით, არ შედის სამხედრო ალიანსებში, არ ავრცელებს თავის იდეოლოგიას, არასოდეს ერევა სხვათა საშინაო საქმეებში, არ იწყებს სავაჭრო ომებს და არ ახორციელებს უსაფუძვლო ზეწოლებს სხვა ქვეყნების საწარმოებზე.
ჩინეთი ყოველწლიურად ზრდის თავდაცვის ხარჯებს; ამ დროისათვის მისი სამხედრო ბიუჯეტი მოცულობის თვალსაზრისით მსოფლიოში მეორე ადგილზეა შეერთებული შტატების შემდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0