https://sputnik-georgia.com/20220525/yvelaze-grzeli-gvirabis-msenebloba-grzeldeba-samusaoebi-2-kilometr-sirrmeze-mimdinareobs-266900851.html
ყველაზე გრძელი გვირაბის მშენებლობა გრძელდება: სამუშაოები 2 კმ სიღრმეზე მიმდინარეობს
ყველაზე გრძელი გვირაბის მშენებლობა გრძელდება: სამუშაოები 2 კმ სიღრმეზე მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
პარალელურად ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გვირაბამდე მისასვლელი გზის მშენებლობაც
2022-05-25T22:37+0400
2022-05-25T22:37+0400
2022-05-25T23:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს რეგიონები
ვითარება გზებზე
ტრანსპორტი საქართველოში
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/1c/251027368_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_95be6956825f759a1b647fe1872dd1d2.jpg
თბილისი, 25 მაისი – Sputnik. ქვეშეთი–კობის 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, უკვე გაითხარა 1,8 კილომეტრი, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.ქვეშეთი–კობის მონაკვეთი კობი–გუდაურის მონაკვეთის შემოვლითი გზაა, სადაც ზამთარში ხშირად იქმნება ზვავსაშიშროება. ამის გამო გზა ხშირად იკეტება. გვირაბის მშენებლობა ე.წ. საქართველოს სამხედრო გზაზე, რომელიც საქართველოსა და რუსეთს აკავშირებს, დაეხმარება სომეხ გადამზიდავებსაც, რომლებსაც „ზემო ლარსის" საკონტროლო–გამშვები პუნქტისკენ გზაზე ხანდახან რამდენიმე დღე უწევთ „საცობში" დგომა.მინისტრის თქმით, გვირაბის ბურღვის სამუშაოები სრულდება გვირაბგამყვანი მანქანა TBM-ის მეშვეობით (Tunnel Boring Machine), რომელიც სპეციალურად ქვეშეთი–კობის პროექტისთვის დამზადდა.პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, ხუთი ხიდის, ხუთი გვირაბის მშენებლობა და ერთი ხიდის რეაბილიტაცია.მათ შორისაა საქართველოში ყველაზე დიდი, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბის მშენებლობა ჯვრის უღელტეხილის ქვეშ, რომელიც მსოფლიოს უნიკალურ გვირაბებს შორის მოხვდება. სამუშაოებს ჩინური კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co ასრულებს.პროექტის თანახმად, ახალი გზის ზონაში მოქცეულია სოფლები: ქვეშეთი, არახვეთი, ზაქათკარი, ბენიანი-ბეგონი, სვიანა-როსტიანი, მუღურე, წკერე და კობი.აღნიშნულ მონაკვეთზე ამჟამად არსებული გზის სიგრძე 34 კმ-ია, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ გასავლელი 23 კმ იქნება, რაც ნიშნავს, რომ მანძილი 11 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დრო 1 საათით შემცირდება.სატრანზიტო გადაზიდვები აღარ განხორციელდება გუდაურის გავლით. პროექტის ფარგლებში აშენდება კურორტ გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი გზა, რომლის მეშვეობითაც გუდაური განიტვირთება არასაკურორტო მოძრაობისგან. შედეგად – ტრანზიტი უფრო უსაფრთხო გახდება.მშენებლობა ხორციელდება საავტომობილო გზების დეპარტამენტის პატრონაჟით, აზიის განვითარებისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკების ფინანსური მხარდაჭერით.ქვეშეთი–კობის ახალი გზის პროექტის საერთო ღირებულება 1,2 მილიარდი ლარია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/1c/251027368_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_efaeaa57a130b7be547a91d2d7b58c32.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გვირაბი მშენებლობა ქვეშეთი-კობი სამუშაოები 2 კმ სიღრმე
გვირაბი მშენებლობა ქვეშეთი-კობი სამუშაოები 2 კმ სიღრმე
ყველაზე გრძელი გვირაბის მშენებლობა გრძელდება: სამუშაოები 2 კმ სიღრმეზე მიმდინარეობს
22:37 25.05.2022 (განახლებულია: 23:22 25.05.2022) პარალელურად ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გვირაბამდე მისასვლელი გზის მშენებლობაც.
თბილისი, 25 მაისი – Sputnik. ქვეშეთი–კობის 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, უკვე გაითხარა 1,8 კილომეტრი, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
ქვეშეთი–კობის მონაკვეთი კობი–გუდაურის მონაკვეთის შემოვლითი გზაა, სადაც ზამთარში ხშირად იქმნება ზვავსაშიშროება. ამის გამო გზა ხშირად იკეტება. გვირაბის მშენებლობა ე.წ. საქართველოს სამხედრო გზაზე, რომელიც საქართველოსა და რუსეთს აკავშირებს, დაეხმარება სომეხ გადამზიდავებსაც, რომლებსაც „ზემო ლარსის" საკონტროლო–გამშვები პუნქტისკენ გზაზე ხანდახან რამდენიმე დღე უწევთ „საცობში" დგომა.
„დანადგარი უკვე მთავარი გვირაბის 1,8 კმ-ის სიღრმეში მუშაობს, საევაკუაციო გვირაბი კი 3,1 კმ-ზეა გაჭრილი. სამუშაოები მიმდინარეობს ქვეშეთამდე მისასვლელ გზაზეც, რომელიც ოთხი გვირაბისა და ოთხი ხიდისგან შედგება“, – განაცხადა ქარსელაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას.
მინისტრის თქმით, გვირაბის ბურღვის სამუშაოები სრულდება გვირაბგამყვანი მანქანა TBM-ის მეშვეობით (Tunnel Boring Machine), რომელიც სპეციალურად ქვეშეთი–კობის პროექტისთვის დამზადდა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, ხუთი ხიდის, ხუთი გვირაბის მშენებლობა და ერთი ხიდის რეაბილიტაცია.
მათ შორისაა საქართველოში ყველაზე დიდი, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბის მშენებლობა ჯვრის უღელტეხილის ქვეშ, რომელიც მსოფლიოს უნიკალურ გვირაბებს შორის მოხვდება. სამუშაოებს ჩინური კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co ასრულებს.
პროექტის თანახმად, ახალი გზის ზონაში მოქცეულია სოფლები: ქვეშეთი, არახვეთი, ზაქათკარი, ბენიანი-ბეგონი, სვიანა-როსტიანი, მუღურე, წკერე და კობი.
აღნიშნულ მონაკვეთზე ამჟამად არსებული გზის სიგრძე 34 კმ-ია, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ გასავლელი 23 კმ იქნება, რაც ნიშნავს, რომ მანძილი 11 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დრო 1 საათით შემცირდება.
სატრანზიტო გადაზიდვები აღარ განხორციელდება გუდაურის გავლით. პროექტის ფარგლებში აშენდება კურორტ გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი გზა, რომლის მეშვეობითაც გუდაური განიტვირთება არასაკურორტო მოძრაობისგან. შედეგად – ტრანზიტი უფრო უსაფრთხო გახდება.
მშენებლობა ხორციელდება საავტომობილო გზების დეპარტამენტის პატრონაჟით, აზიის განვითარებისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკების ფინანსური მხარდაჭერით.
ქვეშეთი–კობის ახალი გზის პროექტის საერთო ღირებულება 1,2 მილიარდი ლარია.