ბათუმში დასაქმების ფორუმი გაიმართება

© photo: Sputnik / Stringerბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2022
გამოწერა
ღონისძიების მიზანია რეგიონულ შრომის ბაზარზე სამუშაოს მაძიებლებსა და დამსაქმებლებს შორის პირდაპირი კომუნიკაცია.
თბილისი, 25 მაისი – Sputnik. ბათუმში დღეს დასაქმების მასშტაბური ფორუმი გაიმართება, იუწყება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო.
ფორუმს, რომელიც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და აჭარის დასაქმების სააგენტოს ორგანიზებით ტარდება, სასტუმრო „შერატონი“ უმასპინძლებს.
სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს და უშუალოდ მათგან მიიღონ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ.
ფორუმზე აჭარის რეგიონში მოქმედი 70-მდე მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნეს-კომპანია 244 ვაკანსიას წარმოადგენს. ამას გარდა 1.370 სამუშაო ადგილი იქნება წარმოდგენილი სავაჭრო, სამშენებლო, სასტუმრო, სარესტორნო, სამრეწველო და საბანკო სფეროებიდან.
ღონისძიება ბათუმში 14:00 საათზე დაიწყება და 17:00 საათამდე გაგრძელდება.
დასაქმების ფორუმში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ბმულზე.
ყველა ახალი ამბავი
0