როგოზინს კურილის კუნძულებისთვის რუსული სახელების დარქმევა სურს

© photo: Sputnik / Evgeny Biyatov / გადასვლა მედიაბანკშიდმიტრი როგოზინი
დმიტრი როგოზინი - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2022
გამოწერა
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. „როსკოსმოსის“ გენერალურმა დირექტორმა დმიტრი როგოზინმა კურილის კუნძულებისთვის სახელების გადარქმევის წინადადება წამოაყენა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
როგოზინს სადავო კუნძულებისთვის რუსული სახელების მინიჭება სურს რუსეთ-იაპონიის ომის ცნობილი გემებისა და მოვლენების პატივსაცემად.

„რატომ არ აქვთ ამ კუნძულებს რუსული სახელები?.. გთავაზობთ დავფიქრდეთ, რომ ერთ-ერთ კუნძულს — მნიშვნელობა არ აქვს, რა თანმიმდევრობით, ეს ადგილობრივებმა გადაწყვიტონ — „ვარიაგი“, მეორეს კი „კორეელი“ დავარქვათ იმ ხომალდის პატივსაცემად, რომელიც ასევე გმირულად იბრძოდა იაპონიის ფლოტის წინააღმდეგ. მესამე კუნძულს კი ვსევოლოდ რუდნევის პატივსაცემად მივანიჭოთ სახელი“, — განაცხადა მან.

რაც შეეხება ჰაბომაის კუნძულების ჯგუფს, როგოზინის თქმით, მას შეიძლება რუსი გმირი მეზღვაურების არქიპელაგი ეწოდოს.
როგორც „როსკოსმოსის“ გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, ეს ტერიტორია, ისევე, როგორც მთელი წყნარი ოკეანე, რუსული სისხლითაა გაჯერებული, რომელიც იქ დაიღვარა რუსეთ-იაპონიისა და დიდი სამამულო ომის დროს.
როგოზინის აზრით, ის ფაქტი, რომ კუნძულებს ჯერ კიდევ არ აქვთ რუსული სახელები, „გარკვეულ ეჭვებს ბადებს“, რომ ისინი რუსეთის კუთვნილებაა. მან მაგალითად კალინინგრადი მოიყვანა, რომელსაც „არავინ უწოდებს კენიგსბერგს“, როგორც მას დიდ სამამულო ომამდე ერქვა.
იაპონური მოტივები კურილის კუნძულებზე  - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2022
მსოფლიო დღეს
„უკანონოდ ოკუპირებული“: იაპონიამ მკაცრი ფორმულირება დააბრუნა
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ რუსეთსა და იაპონიას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება არ გაფორმებულა, რაც ორ ქვეყანას შორის სამხრეთ კურილის ოთხი კუნძულის საკითხს დღემდე პრობლემად ტოვებს. აღნიშნული კუნძულები საბჭოთა კავშირს მეორე მსოფლიო ომის შედეგების საფუძველზე გადაეცა. თუმცა 1951 წელს საბჭოთა დელეგაციამ ხელი არ მოაწერა სან-ფრანცისკოს ზავს, რომელშიც იაპონიასთან ომის შედეგები მტკიცდებოდა, მაგრამ არ იყო შესული სსრკ-ის სუვერენიტეტის საკითხი კურილებზე.
1956 წელს საბჭოთა კავშირმა და იაპონიამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც მოსკოვი ეთანხმებოდა იაპონიისთვის ორი კუნძულის — ჰაბომაისა და შიკოტანის გადაცემის საკითხის განხილვას მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდებოდა, მაგრამ შემდგომმა მოლაპარაკებებმა ვითარება ვერანაირად ვერ შეცვალა.
ყველა ახალი ამბავი
0