მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„უკანონოდ ოკუპირებული“: იაპონიამ მკაცრი ფორმულირება დააბრუნა

© photo: Sputnikიაპონური მოტივები კურილის კუნძულებზე
იაპონური მოტივები კურილის კუნძულებზე  - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2022
გამოწერა
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. იაპონიის ხელისუფლებამ 2022 წლის „დიპლომატიის ლურჯ წიგნში“ დააბრუნა მკაცრი ფორმულირება სამხრეთ კურილებთან დაკავშირებით – რომ ეს ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, იუწყება სააგენტო Kyodo ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

„ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ ტერიტორიებთან დაკავშირებით დაბრუნდა მკვეთრი გამოთქმა – რომ ეს არის „იაპონიის განუყოფელი ნაწილი და ამჟამად რუსეთის მიერ უკანონოდ არის ოკუპირებული“, – ნათქვამია ანგარიშში.

მანამდე ტოკიომ უკრაინაში რუსული „სამხედრო სპეცოპერაციის“ საპასუხოდ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების რამდენიმე პაკეტი შემოიღო. კერძოდ, მან გარიცხა რუსეთი ყველაზე ხელსაყრელი სავაჭრო რეჟიმიდან, 18 მარტიდან აკრძალა 275 დასახელების საქონლის ექსპორტი. 5 აპრილიდან ასევე აიკრძალება რუსეთში ფუფუნების საგნების, მათ შორის, მანქანებისა და ძვირფასი სამკაულების ექსპორტი.
ჰიროკაძუ მაცუნო - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2022
მსოფლიო დღეს
იაპონიამ რუსეთს პროტესტი გაუგზავნა
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ რუსეთსა და იაპონიას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება არ გაფორმებულა, რაც ორ ქვეყანას შორის სამხრეთ კურილის ოთხი კუნძულის საკითხს დღემდე პრობლემად ტოვებს. აღნიშნული კუნძულები საბჭოთა კავშირს მეორე მსოფლიო ომის შედეგების საფუძველზე გადაეცა. თუმცა 1951 წელს საბჭოთა დელეგაციამ ხელი არ მოაწერა სან-ფრანცისკოს ზავს, რომელშიც იაპონიასთან ომის შედეგები მტკიცდებოდა, მაგრამ არ იყო შესული სსრკ-ის სუვერენიტეტის საკითხი კურილებზე.
1956 წელს საბჭოთა კავშირმა და იაპონიამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც მოსკოვი ეთანხმებოდა იაპონიისთვის ორი კუნძულის — ჰაბომაისა და შიკოტანის გადაცემის საკითხის განხილვას მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდებოდა, მაგრამ შემდგომმა მოლაპარაკებებმა ვითარება ვერანაირად ვერ შეცვალა.
„დიპლომატიის ლურჯი წიგნი“ — დიპლომატიური დოკუმენტებისა და სხვა მასალების კრებული, რომლებსაც მთავრობა გამოსცემს პარლამენტისთვის ან მისი კომისიებისთვის წარსადგენად. „ლურჯი წიგნი“ არ არის ოფიციალური დასახელება, თუმცა საკმაოდ ფართოდ გამოიყენება.
„დიპლომატიის ლურჯ წიგნს“ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 1957 წლიდან გამოსცემს ყოველწლიურად. ეს არის ერთგვარი საცნობარო წიგნი, რომელიც ასახავს იაპონიის მთავრობის ოფიციალურ დამოკიდებულებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.
ყველა ახალი ამბავი
0