პრემიერმა უმსხვილეს ბლოკჩეინ კომპანიას საქართველოში მუშაობა შესთავაზა

© photo: Sputnik / Vitaly Belousov / გადასვლა მედიაბანკშიკომპიუტერული სერვერი
კომპიუტერული სერვერი - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2022
გამოწერა
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ბაზარი ხელსაყრელია ციფრული აქტივების განვითარების თვალსაზრისით.
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში ვიზიტის ფარგლებში კომპანია Ripple-ს აღმასრულებელ დირექტორს ბრედ გარლინგჰაუსს საქართველოში კომპანიის სერვის-ცენტრის გახსნა შესთავაზა.
კომპანია Ripple უმსხვილესი ამერიკული ბლოკჩეინ კომპანიაა, რომლის ბაზრის კაპიტალიზაცია 20 მილიარდ დოლარს აღემატება. კომპანია ევროპისა და ამერიკის წამყვან ქვეყნებში ოპერირებს.
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოა და ქვეყანას სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ბაზარი ციფრული აქტივების განვითარების თვალსაზრისითაც ხელსაყრელია და სწრაფად ვითარდება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ახალგაზრდა, გამოცდილი და კონკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალით საქართველო ხდება გლობალური და რეგიონული მრავალფუნქციური ჰაბი ფინანსური სერვისების, ტექნიკური და ინოვაციური ინდუსტრიებისთვის.

„მათი მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველოს გააჩნია ძალიან დიდი პოტენციალი იმისა, რომ ჩვენ ვიყოთ ავანგარდში, ერთი მხრივ, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის და, მეორე მხრივ, ციფრული საფინანსო სერვისების განვითარების კუთხით“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დავოსში შეხვედრის კომენტირებისას.

დავითაშვილის თქმით, მთავრობის წარმომადგენლების მიზანია საქართველო იქცეს რეგიონის ლიდერად ინოვაციური, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის და ფინანსური მომსახურების განვითარების კუთხით.
წყარო - საქართველოს მთავრობა
ყველა ახალი ამბავი
0