Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„გარიგებები ყოფილა...“ - ვინ ზრუნავს ნოდიკო ტატიშვილის დაოჯახებაზე

© courtesy of Nodiko Tatishviliნოდიკო ტატიშვილი
ნოდიკო ტატიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2022
გამოწერა
ნოდიკო ტატიშვილის პირადი ცხოვრება საზოგადოებას ძალიან აინტერესებს.
მომღერალ ნოდიკო ტატიშვილის გულშემატკივრები მუდმივად განიხილავენ თემას, რატომ არ არის მომღერალი ამ დრომდე დაოჯახებული. როგორც აღმოჩნდა, კეთილისმსურველები ცდილობენ, რომ ირიბად მოუძებნონ საცოლე, რასაც ტატიშვილი მარაზმს უწოდებს.
ნოდიკო ტატიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2022
ყვითელი ამბები
„სახლში ყველა თოჯინა დავჭერი...“ – ნოდიკო ტატიშვილი ცხოვრებისეულ არჩევანზე

„გარიგებები ყოფილა, მაგრამ არა პირდაპირ. რომ ხვდები, შენდა უნებურად გარიგების სუფრაზე რომ მოხვდი, მარაზმია. პირდაპირ არ უთქვამთ, „აი, ეს გოგოა, დააკვირდი“. უბრალოდ ხვდები. ამბობენ სადღეგრძელოს „ეს ისეთი გოგოაო“. ასეთ დროს ძალიან ვბრაზდები. ვიმიზეზებ, რომ „დამირეკეს და უნდა გავიქცე“, – ამბობს მომღერალი.

მისი თქმით, ასეთ დროს, როგორც არ უნდა მოგეწონოს, რაღა დროს გარიგებაა.

„გარდა იმისა, რომ მოძველებულია, 35 წლის ბიჭი ვარ, ხომ უნდა შემიყვარონ, მეც ხომ უნდა შევუყვარდე“, – განაცხადა ტატიშვილმა გადაცემა „ურუსკესში“.

ყველა ახალი ამბავი
0