Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„სახლში ყველა თოჯინა დავჭერი...“ – ნოდიკო ტატიშვილი ცხოვრებისეულ არჩევანზე

© Facebook / Nodiko Tatishviliნოდიკო ტატიშვილი
ნოდიკო ტატიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2022
გამოწერა
ცნობილი მომღერალი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ცნობილი მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი ამბობს, რომ ბავშვობიდან იცოდა, რომ უნდა ემღერა. დედას მუსიკალური განათლებაც აქვს, არაჩვეულებრივად ფლობს ფორტეპიანოს და 2-3 წლიდან სულ ამღერებდა ხოლმე.

„ოჯახში ყველამ ვიცოდით, რომ მე უნდა მემღერა, მაგრამ პარალელურად, ერთი პერიოდი, ექიმის პროფესიამ გამიტაცა და, მოკლედ, სახლში თუ რამე თოჯინა მოგვეპოვებოდა, ყველა დავჭერი, მივჭერი, მოვჭერი – ანუ ნემსებსა და ოპერაციებს ვუკეთებდი“, – იხსენებს მომღერალი ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში.

თუმცა, ნოდიკოს თქმით, როდესაც პირველად სცენაზე დადგა, იმღერა და მსმენელის აპლოდისმენტების ხმა გაიგო, მიხვდა, რომ სხვა ყველაფერი მისთვის მეათეხარისხოვანი იყო.
„მუსიკალურ სასწავლებელთან ერთად სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტიც დავამთავრე და მეორე პროფესიით სახელმწიფო მართვის მოხელე ვარ. სხვათა შორის, მაშინ არ ვიყავი პოპულარული, ანუ ნიშნებს ხათრით არავინ მიწერდა. და უნდა გითხრათ, რომ პირველივე კურსიდან სტიპენდიანტი ვიყავი და უნივერსიტეტი წარჩინების დიპლომით დავამთავრე“, – იხსენებს მომღერალი.
ყველა ახალი ამბავი
0